2021 წლის 30 ივლისისა და 12 აგვისტოს პერიოდში, რეგიონალური საექსპერტო დისკუსიების "მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" პირველი რაუნდი გაიმართა. ონლაინ შეხვედრებს ესწრებოდნენ: სამხრეთ კავკასიის ექსპერტები, აკადემიური წრის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ექსპერტთა დისკუსიების მონაწილეებმა განიხილეს ყარაბაღში 44 დღიანი ომის შემდეგ რეგიონში არსებული მდგომარეობა და მოვლენების განვითარების სცენარები; გაანალიზეს დაძაბულობის ახალი კერების გაჩენის შესაძლო რისკები და რეგიონში ინოვაციური მიდგომების გამოყენების საშუალებით, საერთო საფრთხეების გამოვლენისა და უსაფრთხოების სისტემის შექმნის შესაძლებლობები.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ექსპერტთა დისკუსიების გაგრძელებისა და საბოლოო ჩარჩო- დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობას, რომელშიც შევა რეკომენდაციები საფრთხეების შემცირებისა და ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო განზომილებებში ნდობის აღდგენის გაზრდის საკითხების შესახებ .
დოკუმენტი გადაეცემა განსახილველად ძირითად მოთამაშეებს/დაინტერესებულ მხარეებს: ეროვნულ მთავრობებს, საერთაშორისო, საქველმოქმედო, დონორი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებს.
საექსპერტო დისკუსიები ტარდება შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ფონდისა (BSТ) და აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) პროექტის ხელშემწყობით.