ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწყებს სატრენინგო ციკლს, რომელშიც მონაწილეობას ე. წ. ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები მიიღებენ მონაწილეობას.
2021 წლის 22 ივნისს ჩატარდება ციკლის პირველი სესია.
სატრენინგო ციკლის მიზანია ქალების სრულფასოვანი ჩართვის უზრუნველყოფა და ქალთა საჭიროებების ასახვა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.
ტრენინგები ჩადარდება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელი (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში.