მიღწევები
სალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა
2021-05-31 14:32:49

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა – პოლიციის კაპიტანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ეკა ბუცხრიკიძე, პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვანცა გოგავა, პოლიციის ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ანი ნაცარაშვილი.

დაჯილდოების ცერემონია დღეს პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

„გვანცა გოგავამ გამოიძია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, არასრულწლოვანთა გარყვნილი ქმედების, გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ფაქტებზე. მის მიერ ჩატარებული დროული და ეფექტური გამოძიების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნა პირი, რომელიც წლების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას. ასევე, მის მიერ ჩატარებული დროული გამოძიების შედეგად დაკავებული იქნა პირი, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ქმედებებს.

ანი ნაცარაშვილი აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლაში. მან მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, შეძლო ჯეროვანი რეაგირება მოეხდინა კონფლიქტის არაერთ ფაქტზე, განემუხტა სიტუაცია და აეცილებინა ძალადობა.

ეკა ბუცხრიკიძის დროული და რელევანტური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია მსხვერპლთა ინტერესების დაცვისა და სახელმწიფო სერვისების დროულ მოძიებაში, ხელს უწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად