გენდერული სიახლეები
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
2021-05-11 13:32:41

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სხდომაზე გამოთქმული დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც გაწერილია საბჭოს საქმიანობის ექვსი მიმართულება:  

  • სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბება;
  • გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესება;
  • გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა;
  • პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება;
  • ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე;
  • სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი.

თითოეული მიმართულება შედგება რამდენიმე ამოცანისგან. სამოქმედო გეგმაში მითითებულია საბჭოს მიერ განსახორციელებელი საქმიანობები, ინდიკატორები, პარტნიორი ორგანიზაციები, ვადები და საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საბჭოს წევრები.

„2021 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ყველაზე გადაუდებელი და აუცილებელი საკითხები. მათ დიდ ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს პროაქტიულად იმისთვის, რომ მათი განხორციელება მოესწროს შესაბამის ვადებში. ასევე, დონორებთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ხელმძღვანელობით,  ვიმუშავებთ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც უფრო დეტალურად იქნება ასახული ჩვენს სფეროში არსებული ყველა გამოწვევა“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

სხდომაზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის „ქალების მონაწილეობა ჩრდილოვან ეკონომიკაში და COVID-19-ის გავლენა მათზე“ ინიცირებას.  

საკითხზე მომხსენებელი იქნება გენდერული საბჭოს წევრი ხატია წილოსანი.

თემატური მოკვლევის ჯგუფში გაერთიანებული  იქნებიან ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.

„საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა იმ კუთხით, რომ კოვიდის პირობებში განსაკუთრებით გამოვლინდა არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების სირთულეები. ისინი  ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დისტანციურად მუშაობის პირობებში, ხშირ შემთხვევაში, მათი სერვისით სარგებლობა აღარ ხდებოდა, მათ დაკარგეს სამსახური და იმის გამო, რომ არ ეკუთნოდნენ დასაქმებულთა არცერთ კატეგორიას  სახელმწიფო კომპენსაციების მიღებაც ვერ შეძლეს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალთა მდგომარეობის მიმოხილვის მომზადება; გამოწვევების შესწავლა, რასაც ასეთ სექტორში დასაქმებული ქალები აწყდებიან; მათი უფლებების  მარეგულირებელი ეროვნული  კანონმდებლობის ანალიზი და  მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან; საკანონმდებლო და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება გამოვლენილი საკითხების საპასუხოდ.  

„ანგარიშში, ასევე, დეტალურად იქნება მიმოხილული  კოვიდ-19-ის გავლენა მსგავსი ტიპის დასაქმებულ სეგმენტზე“, - აღნიშნა  ხატია წილოსანმა.


 

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად