მიღწევები
ქლოა ჭაო მეორე ქალი გახდა, ვინც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა
2021-04-27 11:24:35

26 აპრილს, ოსკარების 93-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა, სადაც რეჟისორი ქლოა ჭაო ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა: მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო ფილმად, თავად კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა!

წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ დევიდ ფინჩერი (Mank), აარონ სორკინი (The Trial of the Chicago 7), თომას ვინტერბერგი (Another Round) და ემერალდ ფენელი (Promising Young Woman).

რამდენადაც სასიხარულოა ეს ფაქტი, იმდენად კინოსამყაროში დღემდე არსებულ ერთ დიდ პრობლემას ააშკარავებს: ოსკარების დაჯილდოების 93-წლიან ისტორიაში მხოლოდ მეორედ გადაეცა ქალ რეჟისორს ეს ჯილდო. მანამდე 2009 წელს კეტრინ ბიგელოუ გაიმარჯვა პირველად ამ ნომინაციაში ფილმით The Hurt Locker.

2021 წლამდე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში სულ ხუთჯერ იყო ქალი კინოხელოვანი წარდგენილი, წელს კი მათ რიცხვის ერთდროულად ორი რეჟისორი — ემერალდ ფენელი და ქლოა ჭაო შეემატა. მათ შორის ეს უკანასკნელი საბოლოო გამარჯვებითაც.

ქლოა ჭაო წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზეც საუკეთესო რეჟისორად დასახელდა და ამ დაჯილდოების ისტორიაშიც მეორე ქალი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია.
 

ბოლო ამბები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან 

შეხვედრა მიმდინარეობდა პროექტის, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

სრულად 
დიდწილად ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, რა რესურსი ექნება რუსეთს თავისი ზეგავლენის გასავრცელებლად

არზუ აბდულაევა, ულოფ პალმეს მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის თანათავმჯდომარე და ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის შესახებ.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
 შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ჯგუფებთან  და აქტივისტებთან!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ოჯახშo, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

სრულად 
პირველად Washington Post- ს ქალი უხელმძღვანელებს 

პირველად ამერიკული გაზეთის The Washington Post- ის ხელმძღვანელი ქალი, სალი ბუზბი, გახდება

სრულად 
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკა ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა

სრულად