გენდერული ძალადობა
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
2020-12-24 15:33:37

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში, ცოლის მკვლელობის ბრალდებით 32 წლის კაცი დააკავეს. 

უწყების ცნობით, კაცმა ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბოლო ამბები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა

სრულად 
8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჯამში საქართველოს ნაკრები ალბანეთიდან 8 მედლით ბრუნდება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა

რენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა

სრულად 
თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ოპოზიციონერები დუმილისთვის საბჭოს აკრიტიკებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციონერი წევრები საბჭოში შემავალ ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ თათია სამხარაძისა და სხვა ქალების შევიწროების საქმეზე დუმილის გამო

სრულად 
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, წინ უსწრებდა ქალის - თათია სამხარაძის თხოვნა მის მიმართ, გამოხმაურებოდა მასზე ზეწოლას

სრულად