მიღწევები
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკა ფერაძე უხელმძღვანელებს
2020-12-22 14:06:32

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

მაკა ფერაძეს ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი პროფესიით სამართალმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

მაკა ფერაძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის -  ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი,  მუშაობდა უწყების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილებასა და ადმინისტრაციაში. 

საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მისი აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციის, სამართალწარმოებაში ჩართული არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და  საქართველოს ადამიანის უფლებების სტრატეგიის მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მაკა ფერაძეს ასევე აქვს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

მაკა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე ანა ბუჩუკური შეცვალა, რომელიც საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ბოლო ამბები
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონცეფციები

საქართველოში საკმაოდ მაღალია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი განზრახი დანაშაულის ჩადენას, რომლის მოტივსაც წარმოადგენს კონკრეტული ნიშნის მატარებლის მიმართ სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ზიზღი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება

სრულად 
სუპერ გმირი მოძალადე

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამუშაო შეხვედრა „ონლაინ რადიკალიზმის პრევენცია“

სამუშაო შეხვედრა „ონლაინ რადიკალიზმის პრევენცია“, გერმანიის პოლიტიკური ნარატივების ინსტიტუტის ორ წლიანი პროექტის ნაწილია. სამუშაო შეხვედრა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და  ქალთა საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით გაიმართა 

სრულად 
მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში

მომზადებული ვიდეო რგოლის მთავარი მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამშვიდობო პლატფორმისა და მისი მონაწილეების გზავნილებისა და რეკომენდაციების პოპულარიზაცია, რომელიც მიმართულია რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და საერთო, მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნისკენ.

სრულად 
სალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ოჯახშo, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

სრულად