საქართველოში მრავალი ქალი, ბავშვი და მოხუცი განიცდის ოჯახში ძალადობას. ოჯახში ძალადობის დანაშაული ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც მხოლოდ ოჯახის საქმე და საზოგადოება დუმილს ამჯობინებს, რაც პოტენციურ მოძალადეს ხელსაყრელ პირობებს უქმნის ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო თავად დაზარალებული კი დუმს, რადგანაც ვერ გრძნობს ვერც ოჯახის სხვა წევრებისა და ვერც საზოგადოების მხარდაჭერას.
კონფერენცია, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართა მიეძღვნა სწორედ ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.