10 დეკემბერი, 15:00-18:00 საათი (თბილისის დრო)
საქართველოში მრავალი ქალი, ბავშვი და მოხუცი განიცდის ოჯახში ძალადობას. ოჯახში ძალადობის დანაშაული ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც მხოლოდ ოჯახის საქმე და საზოგადოება დუმილს ამჯობინებს, რაც პოტენციურ მოძალადეს ხელსაყრელ პირობებს უქმნის ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო თავად დაზარალებული კი დუმს, რადგანაც ვერ გრძნობს ვერც ოჯახის სხვა წევრებისა და ვერც საზოგადოების მხარდაჭერას.
კონფერენცია, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება ეძღვნება სწორედ ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ყველა სექტორის მონაწილეობა და თითოეული ჩვენთაგანის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ერთობლიობაში მოგვცემს მეტად განვითარებულ საზოგადოებას, რომლისთვისაც ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე ძალადობა არის სირცხვილი და დანაშაული.
სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო არ არის საკმარისი პრობლემის დასაძლევად.
კონფერენციაში თქვენი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი!