დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღე“-ს სტუმარი ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია გახდა.
მან ისაუბრა კინფერენციის: “ შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ შესახებ, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი „თანაზიარი“ (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) ერთად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისა და პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში გამართა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, სლოგანით: ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!
კამპანიის მიზანია ქალთა უფლებებისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით 112 მობილური აპლიკაციის დაინსტალირების ხელშეწყობა, რომელსაც აქვს SOS (ჩუმი განგაშის)ღილაკი და ოპერატორთან ჩატის ფუნქციები.
პროექტი „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან - მეგომეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი „თანაზიარი“ (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) და ფონდ Humandoc-თან (პოლონრთი) ერთად, ევროკავშირის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით.