თბილისში, კარფურის გლდანის ფილიალში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქალის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული, 44 წლის, წარსულში ნასამართლევი პირი უკვე დააკავა. შსს-ში ამბობენ, რომ კაცმა მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერიც დაარღვია.
გამოძიების ინფორმაციით, კაცმა ქალს სუპერმარკეტში, მისსავე სამსახურში მიაკითხა, რითაც შემაკავებელი ორდერი დაარღვია და მას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კაცი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.