აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების  ფორუმის გენდერული ქსელი “GENEP” - ი ამა წლის  16 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ატარებს ონლაინ საერთაშორისო ფემინისტურ სკოლას" />
ღონისძიებები
ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
2020-11-11 09:25:56

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების  ფორუმის გენდერული ქსელი “GENEP” - ი ამა წლის  16 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ატარებს ონლაინ საერთაშორისო ფემინისტურ სკოლას, რომელიც მიზნად ისახავს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება/განხორციელების დაჩქარებას რეგიონში და ანტი გენდერული მოძრაობის დაძლევას ფემინისტური აქტივიზმის გაძლიერების გზით.

ონლაინ სკოლში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტები (აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) გაანალიზებენ აქტივიზმის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებს კონვენციის რატიფიცირება/ განხორციელების პროცესში. ასევე დეტალურად იქნება განხილული საქართველოს მაგალითი, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებს შორის საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც 2014 წელს მიუერთდა სტამბულის კონვენციას და 2017 წლიდან დაიწყო მისი განხორციელება.

ონლაინ სკოლა ხორციელდება „ქალთა და ფემინისტური ინიციატივების ხელშეწყობა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება /განხორციელებაში და რეგიონში ანტი გენდერული მოძრაობის საწინააღმდეგო აქტიობა“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საორგაანიზაციო კომიტეტის სამდივნოს  რე - გრანტინგის პროგრამა.

სკოლაში ლექცია/სემინარებს  ჩაატარებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ექსპერტები.

ფემინისტური აქტივიზმის სკოლის მსმენელები იქნებიან: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე აქტივისტები.

სამუშაო ენები: ინგლისური და რუსული

ფემინისტური აქტივიზმიზს სკოლაში მონაწილეობის მსურველებს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/CfaXuyfrFmhLGMqu5 

ბოლო ამბები
სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა

სრულად 
თბილისში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა

კაცმა ქალს სუპერმარკეტში, მისსავე სამსახურში მიაკითხა, რითაც შემაკავებელი ორდერი დაარღვია და მას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 

"გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის", გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, იწვევს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ 18-21 წლის ახალგაზრდებს საგრანტო პროგრამაში

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 

ვიდეორგოლის გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც პროფესიული კამერა, ისე მობილური აპარატი და სხვა)

სრულად 
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“ აცხადებს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020-ს, რომელიც ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გაიცემა. პრემიის საპრიზო თანხა 3000 ლარია

სრულად