გენდერული ძალადობა
მუხლი 154
2020-11-02 14:51:33
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ჟურნალისთვისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, კერძოდ, მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 140 საათამდე, 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით.

მაგრამ ჟურნალისთვის საქმიაობაში ხელის შეშლისთვის, ჩვენთან ისევ ის ჟურნალისტი უფრო დაისჯება ჯერ გაუთავებელი გამოკითხვებით, საკუთარი თავის მართლებითა და. ზოგადად, საკუთარი საქმის კეთებისთვის, ვიდრე ის, ვინც ამაში ხელი შეუშალა.

რატომ შეგვიძულეთ ჟურნალისტები საზოგადოებამ, რომლის ‘დაკვეთასაც’ ვერგებით, არ მესმის? არა, კი მესმის, მაგრამ არ მომწონს საკუთარი ვერსია. რატომ გვიწევს სულ თავის მართლება ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იდეაში, თქვენთვის.

დღეს ამა თუ იმ ამბის გაშუქებას, ბევრი არაფერი სჭირდება: გამართული ტექნიკითა და კარგი მოცულობის ინტერნეტით - დააჭერ ღილაკს და, მორჩა, ლაივში ხარ.

გასაგებია, რომ ამ უსაზღვრო შესაძლებლობებმა, ხშირად, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით სავსე ინფორმაციის მოჭარბებული ნაკადიც შექმნა,რომლის მიღება და გაანალიზებასაც, ალბათ, არც თუ ისე ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ ერთ ღილაკზე თითის დამჭერს რომ ვებრძვით, ვინც მისი ღილაკის წინაა მასზე რა უნდა ვთქვათ?!

ან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს რომ ‘ვაპრავებთ’, რით ვყოფთ ხალხს რა უფრო აინტერესებს და რა არა? 
ან ვინაა ხალხი, ვის ინტერესებსაც უნდა მოვერგოთ? 
და თუ არ მოვერგებით?

თუ ამა თუ იმ ორგანიზაციას წარმოვადგენთ, ცხადია, ვინც განსაზღვრავს ამ საზოგადოებრივ ინტერესსაც, სარედაქციო პოლიტიკასაც და დღის წესრიგსაც ინფორმაციულ ‘ომში’, მაგრამ ჟურნალისტებს მეომრებად რატომ ვუშვებთ თუ კანონით მათი დაცვა არ შეგვეძლება და მათთის ხელის შემშლელებს ჭკუას არ ვასწავლით?

ნამდვილ ომშიც კი ‘მკვდარი ჟურნალისტი ცუდი ჟურნალისტია’ და ყოვლად გაუმართლებლად მიიჩნევენ დასავლელი ‘მამები და დედები’ რეპორტიორების ფრონტის ხაზზე ყოფნას. იქ, სადაც მართლა ისვრიან და სადაც ის სრულიად დაუცველი არის 

ახლახანს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეც არაერთი კადრი ვნახეთ პირდაპირ ეთერში, ან ჩანაწერში, ან თვითმხილველებისგან, როგორი ზიზღით ექცეოდნენ ჟურნალისტებს საარჩევნო დარღვევებზე მითითებისას დიდი დეიდა-ბიძიები. 

აი, ისინი, ვის მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსაც უნდა მოვერგოთ, ალბათ, და ვისაც, სხვათა შორის, სხვის დაკრულზე ისე უყვართ ცეკვა, შენს ცეკვას რომ ვერ აიტანენ ვერაფრით.

მოკლედ, სწორი გამოთქმაა და ჩვენზე მორგებული: სხვა სხვის ომში ბრძენია, მაგრამ ისიც უთქვამთ, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო - მგონი, ჟურნალისტებზეა. 

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო?! ჰო, დავითაო, დავით. აბა, თუ არ დავობ და მდუმარედ მიყვები რუტინას, სხვისი დაწერილი წესებით ან ტექსტებით, არაფერი შეგეშლება, არავის მოხვდები ზედმეტად თვალში, არავინ გიწოდებს მტერს და, ასე არც ბრძოლის ველზე აღმოჩნდები ეულად. 

დადგები ‘საზოგადოებრივი დაკვეთის’ სახელით მდუმარედ, ჩრდილში, სხვის ზურგს ამოფარებული, პირში წყალდაგუბებული და როცა სცენარით მოგიწევს ‘მატოოორ’, ღილაკს ხელს როგორ ვერ დააჭერ, მაგას რა უნდა. 

ასე არც თავში კამერა მოგხვდება და არც სახეში წიხლი. ან, საერთოდაც, ნურც ნურაფერს დააჭერ თითს და საზოგადოებასაც აღარ ექნება ‘დაკვეთა’.

მერე არც გაუთავებელი გამოკითხვები მოგიწევს და არც თავის მართლება იქ რა გინდოდა და რაებს მიედმოედები.  

მე კი მაინც ჯიუტად მჯერა, რომ მთავარია მართალი იყო საკუთარ თავთან; ფაქტები გადაამოწმო და კონტექსტს მოარგო; მხოლოდ ზედაპირს კი არ უყურო, თავზე ახადო, მტვერი გადაწმინდო და, თუ დაგჭიდა, ღრმადაც ჩაიხედო, ამისთვის კი ადგილიდან დაძრა მოგიწევს, ჩრდილიდან გამოსვლა და სხვების წესებთან ბრძოლა, მაგრამ თუ მაინც ვიბრძვით, სიმართლის სახელით არ სჯობს ბრძოლა? 

მითუმეტეს, ხომ ვიცით რომ მაინც არავის დასჯიან. მაგრამ, აი, დარდი!

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს. 

სალომე მოდებაძე
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად