გენდერული სიახლეები
კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2020
2020-10-04 14:06:16

"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მერვე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.

ნომინირების პირობები

  • კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს
  • თვითნომინირება დაუშვებელია
  • ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია
  • არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება

პრემიის კრიტერიუმები

  • კანდიდატი პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში
  • უნდა იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
  • ხელს უწყობდეს ქალთა უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების
  • ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას
  • აქტიურად იყოს ჩართული ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში
  • უნდა საქმიანობდეს საქართველოში

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ცხოვრობდეს და მუშაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე
  • ესმახურებოდეს ქალების, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების, უფლებებრივი მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას
  • იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
  • ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი. საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.

***

2013 წელს ქალთა ფონდის მიერ „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ დაწესების შემდეგ, ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ფონდი ჯილდოს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. ამ ფორმით ფართო საზოგადოება იგებს იმ ქალი აქტივისტების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ქალებისათვის თანასწორი, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელები:

  • 2019 წელი - ხატია ღოღობერიძე, ჟურნალისტი.
  • 2018 წელი - იდა ბახტურიძე, ფემინისტი აქტივისტი. სპეციალური ჯილდო სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერისთვის გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკიშვილს
  • 2017 წელი - ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ დამფუძნებელი
  • 2016 წელი - ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი
  • 2015 წელი - ლია უკლება, ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი
  • 2014 წელი - მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი
  • 2013 წელი - ეკატერინე აღდგომელაშვილი, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი

 

ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად