გენდერული ძალადობა
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
2020-09-11 13:39:00

გორის რაიონულმა სასამართლომ  გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა.

სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ლ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 

ბოლო ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე  რეაგირების ახალ გზებს.  თუმცა ამავდროულად,  თავი იჩინა ახალმა პრობლემამ -  მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის

სრულად 
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე  რეაგირების ახალ გზებს.  თუმცა ამავდროულად,  თავი იჩინა ახალმა პრობლემამ -  მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის

სრულად 
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სრულად 
სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს

16 წლის გოგოს პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაზე იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას კი, რამდენიმე პირმა გაიტაცა

სრულად