გენდერული ძალადობა
ვიცი რომ ძლიერი ვარ...
2020-09-10 15:22:59

დილის შვიდის ნახევარია. მძულს ადრე ადგომა, თუმცა სკოლა მელის თბილი და მოსიყვარულე მეგობრებით.
ჰაჰა..დაიჯერეთ? არ მყავს მეგობრები, ზოგჯერ მგონია რომ ყველა ჩემს წინააღმდეგაა.

დრო სწრაფად გადის, თუმცა სკოლაში შებიჯებისთანავე თითქოს ჩერდება, იწელება წუთი..

უკვე რვა საათია, სკოლის ავტობუსში ვზივარ, ვგრძნობ როგორ აკვირდებიან შემ წიგნაკს, რომელშიც ახლა ვწერ. როგორ ცინიკურად გაიცინებენ ხოლმე. ჩემ გვერდით ადგილი თავისუფალია, ჩემი ზურგჩანთა უფრო გულთბილი მგონია ვიდრე გარშემომყოფები, რომლებიც უკვე საკმაოდ ხმამაღლა იცინიან. შეიძლება მე არ ვიყო მათი სიცილის მიზეზი იმისა თუ რატომ შევწყვიტე წინადადება, ჩემი ცნობისმოყვარე კლასელები იყვნენ. ხელიდან ძლივს გამოვგლიჯე მათ ჩემი წიგნაკი. ახლა კლასში ვზივარ, დასვენებაა. ჩემი ბედნიერი ოცი წუთი. შემიძლია მშვიდად ვიჯდე კლასში და მოვუხმო ჩემს კოსმოსურ ძალებს, რათა

აღმავსონ გამძლეობით, კიდევ ორ ტანჯულ გაკვეთილს უნდა გავუძლო.

არ იფიქროთ რომ სწავლა არ მიყვარს, უბრალოდ რთულია იჯდე გაკვეთილზე, სადაც შენ აზრს არ ითვალისწინებენ, არც კი გეკითხებიან და გაურკვეველი მიზეზით, ორიანი გარანტირებული გაქ.

ალბათ იკითხავთ, რატომ არ მყავს მეგობრები. მყავდა, თუმცა როდესაც სკოლის დასაცინი ობიექტი ხარ არავინ უნდა იყოს შენი მეგობარი. ალბათ ის არც ყოფილა ნამდვილი, არადა იყო დრო ყველაფერს დავგმობდი მისთვის, დად მივიჩნევდი, მან კი პოპულარობა არჩია სკოლის ნერდთან მეგობრობას. არ განვსჯი, თუმცა მის ადგილზე მსგავსაც არ მოვიქცეოდი.
დაირეკა...

ოჰ ღმერთო, როგორც იქნა სახლში ვარ, ჩემი ორი ესესთვის მასწავლებელს არც კი გადაუხედავს. სკოლის დერეფანში "შემთხვევით" დამეჯახნენ, ჩემი ბიოლოგიის პროექტი კი დაეხათ როცა ხელიდან ამაცალეს.
დავიმალე..ნეტა იმდენი სითამამე გამაჩნდეს, რომ მათ პასუხი მოვთხოვო, თუმცა რა აზრი აქვს, მე ერთი ვარ მრავალის წინააღმდეგ.

ყოველი დღე მსგავსია, არანაირი სიახლეებით,იქნებ მოხდეს სასწაული და რამე შეიცვალოს.

ღამეა, მთვარეს ვუყურებ, თითქმის სავსეა, დღის საუკეთესო ნაწილია მისი ცქერა, მშვენიერია იმის ნახვა თუ როგორ ბობოქრობს მისი შუქი უკიდეგანო წყვდიადში.

კიდევ ერთი წელი და შემდეგ თავგადასავლები მელის, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. უნივერსიტეტი, ახალი გარემო, უცხო ადამიანები, რომლებიც შეიძლება ჩემი მეგობრები გახდნენ. დიახ, მე მჯერა ამის. ეს იმედი მაძლებინებდა დიდი ხნის მანძილზე.

ვიცი რომ ძლიერი ვარ!..

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.

 

ნინო ქვარაია
ბოლო ამბები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გორის მერიაში ოჯახში ძალადობის აღკვეთაზე ორიენტირებული კომისია იქმნება

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული იდეის განხორციელება გახდა შესაძლებელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკის განმარტებით, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა

სრულად 
ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს

სრულად 
კაცმა ყოფილი ცოლი გაიტაცა, ცემა და მოკვლით ემუქრებოდა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს

სრულად