გენდერული სიახლეები
ბოდიშით, ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა
2020-09-03 09:44:30

ზუსტად 140-დღიანი, 24/7-ზე დისტანციური მუშაობის მერე სამსახურში პირველივე დღეს გასულ ბედნიერ სალომეს სიურპრიზი დახვდა. მთლად უფროსმა კაბინეტში იხმო და უთხრა: „ჩვენი თანამშრომლობა არ შედგაო“ და სამსახურიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლების შესახებ განცხადება გამოუწოდა, ზედ სალომესვე ინციალებით, ცხადია, და ღიმილით დასძინა: გათავისუფლების შესახებ განცხადება მე რომ დამეწერა, ვინძლო, მომავალ დამსაქმებელს არ დაეწუნეო.

სალომემაც გამოართვა სამსახურიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წასვლის შესახებ ჯერაც ხელმოუწერელი განცხადება და დაღონებული გაუდგა შინისაკენ გზას. შენობიდან გასვლის წინ აწ ჯერ კიდევ მის თანამრომლებს - თანაოთახელებს გაუღიმა, გარეთ გასვლისთანავე ფეხს აუჩქარა, სახე მოეღრუბლა და ცრემლების ზღვა წასკდა.

შინისაკენ მიმავალ გზაზე ფიქრობდა იმ ქალებზე, ვინც ასე გაუფრთხილებლად, მოულოდნელად და სიურპრიზივით გაუშვეს სამსახურიდან უფროსებმა, რომელთათვისაც ეს ქალები მეტისმეტად სევდიანი, დარდიანი, გადაღლილი ან მოუვლელი ჩანდნენ და მათ კი უკეთ იცოდნენ ამ ქალებისთვის უკეთესი რა იყო. 

ცხადია, პანდემიის ჟამს სამსახურიდან ქალის დათხოვნა, უბრალოდ, ულამაზო იქნებოდა, თორემ ვის დააინტერესებდა სალომეს პროფესიული იმიჯი პოტენციური დამსაქმებლის თვალში. ასე ვითომდა მისივე სასიკეთოდ შეფუთულ-შელამაზებული ყუთით ხომ უკეთ „გაიყიდებოდა“, მაგრამ სალომესთვის სულერთი იყო და ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გააგდეს, ოდნავაც არ აკნინებდა. 

უბრალოდ, ვერაფრით გაეგო როდის მიხვდა მისი უფროსობა ორწელზემეტხნიანი თანამშრომლობისას, რომ „თანამშრომლობა არ შედგა“. „არ შედგა“ ახლა თუ თავიდანვე შეუმდგარი იყო? - ფიქრობდა გზადაგზა და ისევ ის ქალები ედგა თვალწინ, შინ მოხუცი მშობლები ან ობლად დარჩენილი ბალღები რომ ელოდნენ; ქალები, რომლებსაც სამოწყალოდ გადაუგდეს უფროსებმა გათავისუფლებისას კანონით განკუთვნილი ერთ თვის ხელფასი, მაგრამ განა ერთი თვე კმარა?

ფიქრობდა სალომე თავის უფროსზე, რომელსაც ორ წელზე მეტი ხნის წინ მოსწონდა და რომლისთვისაც ახლა გამოდგა „შეუმდგარი“ და რომელმაც თავი ერთი ციდა ფრიადოსან ბალღად აგრძნობინა, ახალი მასწავლებელი რომ აითვალისწუნებს და კუთხეში დააყენებს გვერდზე გახედვისთვის. 

კი, ეგრეა, ქალები ზოგჯერ ვიღლებით, ვიღლებით ძალიან, ემოციებიც გვძალავს და ვსევდიანობთ კიდეც და, კი, ალბათ, ეს მდგომარეობა, ხშირად, საქმის ჯეროვნად შესრულებაში ხელს გვიშლის, მაგრამ ამისთვის შეუქმნიათ შვებულება - მისცენ ქალებს დასვენების, ძალების აღდგენის, მოტივაციის ამაღლების შესაძლებლობა. 

რა გაეწყობა, ქალებს, რომლებიც საქმეს ფრიადზე ვერ ასრულებენ, ჩვენს სამყაროში სამსახურიდან უშვებენ მათი გადაღლილობის მოტივით.

სალომე კი შეიშრობს ცრემლებს, სარკეში დაინახავს თავის დასეტყვილ თვალებს, სახეზე ცივ წყალს შეისხამს და გულიანადაც გაიცინებს; რა მოხდა, ზოგჯერ ფრიადოსნებიც დგებიან კუთხეში, მაგრამ ოროსნები ვერ დასხდებიან პირველ მერხზე, სამწუხაროდ. თუმცა, ცხოვრება ხომ სკოლა არ არის, ან ვისთვის როგორ. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.  
 

სალომე მოდებაძე
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად