ღონისძიებები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
2020-08-31 12:05:24

ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ვიდეო რგოლის დამზადებაზე.

პროექტი, რომელიც ევროკავშირის  მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით, ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი'' და Fundacja HumanDoc პარტნიორობით მიმდინარეობს,  შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში ხორციელდება.

კონკურსის თემა:  ოჯახში ძალადობა ან/ და ქალთა მიმართ ძალადობა

კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:

•    ვიდეო რგოლი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად კონკურსისთვის;
•    ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს;
•    ვიდეო რგოლი შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან.

**ვიდეორგოლის გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც პროფესიული კამერა, ისე მობილური აპარატი და სხვა).

კონკურსი გამოცხადდება ყოველი თვის დასაწყისში და მონაწილეობის მსურველებს 10 დღის ვადა ექნებათ ვიდეო რგოლის გამოსაგზავნად.

ყოველი თვის ბოლოს შეირჩევა საუეკთესო 3 ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსდება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და მისი პროექტის პარტნიორების ფეისბუქ და ორგანიზაციის გვერდებზე. 

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან  (70‎ €).

დაინტერესებულმა პირმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი (ვიდეო რგოლო) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com  და kostavanatia@gmail.com

და  წერილში მიუთითოს ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.
 

ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას

KVINFO-ს მიერ მხარდაჭერილი, ქალთა საკითხებზე მომუშავე სამი ქართული ორგანიზაციის საქმიანობის თვისებრივი ანალიზი - დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას.

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების თვეს

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

სრულად