საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად გაგრძელდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლიდან იყო. ის ამ თანამდებობაზე განმეორებით კენჭისყრის შედეგად მოხვდა. მას სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მაღლაფერიძის კონკურენტმა, თიკო ბერძენიშვილმა კი, რომელიც დღეს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2 ხმა მიიღო.