მიღწევები
სარა გილბერტი - ქალი, რომელიც ოქსფორდის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უკან დგას
2020-08-03 15:14:39

ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი სარა გილბერტი დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესის სათავეში დგას. 

პროფესორი გილბერტის კვლევით ჯგუფში 300 მეცნიერი შედის. ვაქცინის შემუშავება, რომელიც ჩვეულებრივ ხუთ წლამდე გრძელდება, გუმდმა ოთხ თვეში შეძლო. პრე-კლინიკურ ცდებს კი პირადად ჯენერის ინსტიტუტის პროფესორი სარა გილბერტი ხელმძღვანელობს. დღეისთვის კლინიკური კვლევები უკვე 1,077 მოხალისეზე ჩატარდა.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, ისინი "80% დარწმუნებულები არიან", რომ ახალი პრეპარატი იმუშავებს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ იმუნურ რეაქციას და და ანადგურებს ინფექციას, ხოლო კლინიკური კვლევები წარმატებულია, სარა გილბერტის სახელი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.

ჯერ ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ვაქცინას სრულად შეუძლია დაიცვას ადამიანი Сovid19-ის ინფიცირებისგან, თუმცა ოქსფორდის ლაბორატორიის შედეგებს შეიძლება "გასაოცარი" ვუწოდოთ. ამჟამად ამ ვაქცინის უფრო ფართომასშტაბიანი ტესტირება მიმდინარეობს.

სარა გილბერტი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა შესაძლოა სექტემბრისთვის უკვე მზად იყოს.

პროფესორი გილბერტი ცნობილია საზოგადოებაში, როგორც წამყვანი მკვლევარი - ვაქცინოლოგი.

გილბერტს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში ბიოლოგიაში, შემდეგ კი ბიოქიმიაში სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული.

ის ბიოტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა, სადაც წამლების ინდუსტრიულ მასშტაბებში წარმოებას იკვლევდა.

1994 წელს სარა გილბერტმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, სადაც გენეტიკის, პარაზიტებთან და მალარიასთან ბრძოლის  სფეროში კვლევითი სამუშაოებით იყო დაკავებული. 

1998 წელს გილბერტი სამი შვილის-ტყუპების დედა გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, უნივერსიტეტში ლექტორად დაიწყო მუშაობა.

2004 წელს გილბერტს პროფესორის წოდება მიენიჭა, ხოლო სამი წლის შემდეგ ის უკვე საკუთარი სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა.

ახლა სარას შვილები უკვე 21 წლის არიან. დედის მაგალითით შთაგონებულები, მათ ასევე გადაწყვიტეს, რომ ბიოქიმიკოსები გამხვდარიყვნენ.
ისინი იმდენად დაინტერესდნენ სარას ვაქცინის პროექტით, რომ პროექტში მონაწილეობა, როგორც მოხალისეებმა მიიღეს.

პროფესორის თქმით, პროექტის მთავარი გამოწვევა დღეს კლინიკურ კვლევებზე ფოკუსირება და ვაქცინის წარმოების ტემპების დაჩქარებაა, რათა პანდემიის გავრცელება შეჩერდეს.

”ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ვაქცინა  მთელი მსოფლიოსთვის უნდა გავაკეთოთ ”, - აცხადებს გილბერტი.

ბოლო ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე  რეაგირების ახალ გზებს.  თუმცა ამავდროულად,  თავი იჩინა ახალმა პრობლემამ -  მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის

სრულად 
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკა ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა

სრულად 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ კამილა მამედოვა აირჩიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე კამილა მამედოვა გახდა, მან ამ პოზიციაზე ნანა ბიგანიშვილი შეცვალა

სრულად 
პირველად აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი გახდება 

თუ დებ ჰაალანდი დაამტკიცეს თანამდებობაზე, ის იქნება ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება და ეროვნულ კაბინეტში მოხვდება

სრულად