მოვლენები
ახალგორის ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობაზე აღადგინეს
2020-07-30 14:33:31

ახალგორის №1 ქართული სკოლის დირექტორი, ნინო ამირანაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე აღადგინეს. ეს გადაწყვეტილება ცხინვალის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ფატიმა პარასტაევამ მიიღო.  ამის შესახებ «Эхо Кавказа» -ს სამოქალაქო აქტივისტმა თამარა მეარაყიშვილმა აცნობა. 

მეარაყიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ დაავალდებულა ადგილობრივი განათლების განყოფილება სკოლის დირექტორს განაცდური ხელფასის გარდა, 10. 000 რუბლი მორალური ზიანის ანაზღაურებაც გადაუხადოს. 

დირექტორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მან წეროვნის დევნილთა დასახლებიდან ახალგორში სასწავლად გადასული მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვაზე უარი თქვა.

ყველაფერი კი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ახალგორის ქართულ სკოლაში წეროვნის დევნილთა დასახლებიდან 5 მოსწავლე გადავიდა. მათ ოკუპირებული დაბის სკოლაში გარკვეული საბუთები ჩაიტანეს, თუმცა 9 კლასის დამამთავრებელი ატესტატი საქმეში არ იდო. ამასობაში ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტიც ჩაიკეტა, დაბის განათლების განყოფილებიდან კი ამირანაშვილს ბავშვების სკოლიდან გარიცხვა მოსთხოვეს, რაზეც დირექტორმა უარი განაცხადა. 

სკოლის დირექტორს მოსწავლეები სკოლიდან რომ გაერიცხა, ჩაკეტილი გზის გამო ისინი ვეღარც წეროვანში დაბრუნებას მოახერხებდნენ და საერთოდ განათლების მიღების გარეშე დარჩებოდნენ, ამიტომ პირველი სკოლის დირექტორმა ბავშვის ინტერესი და უფლებები ყველაფერზე წინ დააყენა.
საკუთარი უფლებების დასაცავად ამირანაშვილმა ცხინვალის სასამართლოს მიმართა. მან თანამდებობიდან გათავისუფლება გაასაჩივრა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

ახალგორში ქართველი პედაგოგების შევიწროება და ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სკოლები ეტაპობრივად გადადიან რუსულენოვან სწავლებაზე. სულ უფრო მცირდება ქართული გაკვეთილები და სხვადასხვა საგნის გაკვეთილების ჩატარებაც რუსულ ენაზე დაიწყო.

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად