გენდერული სიახლეები
სუდანში ქალთა წინდაცვეთის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
2020-07-13 14:33:08

ისლამური მმართველობის 30 წლის შემდეგ სუდანში სამართლებლივი ცვლილებები ამოქმედდა. ამის შესახებ Thomson Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რამდენიმე მკაცრი აკრძალვა მოიხსნა. კერძოდ, ქვეყანაში არამუსლიმებს ალკოჰოლის მოხმარების ნება დართეს, სასჯელის სახით გაროზგვა აიკრძალა, ქალთა წინდაცვეთის პრაქტიკა კი დანაშაულებრივი ქმედება გახდა. ქალებს ასევე აღარ დასჭირდებათ ნებართვა ოჯახის წევრებისგან შვილებთან ერთად გამგზავრებისთვის.

ასევე გაუქმდა სასიკვდილო განაჩენი მათთვის, ვინც ისლამს უარყოფს. მანამდე ასეთ ადამიანებს ქვებით ჩაქოლვით სჯიდნენ.

ცვლილებები ჯერ კიდევ აპრილში დამტკიცდა, თუმცა ძალაში დღეს შევიდა. სუდანის იუსტიციის მინისტრის თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა.

„ყველა ამ ცვლილების მიზანი კანონის წინაშე თანასწორობის მიღწევაა. უარი ვთქვით ყველა მუხლზე, რომელიც დისკრიმინაციას იწვევს. ჩვენს ხალხს გარანტიას ვაძლევთ, რომ სამართლებლივი რეფორმა მანამ გაგრძელდება, სანამ არ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც სუდანში ადამიანის უფლებებს არღვევს“, - აღნიშნა ნასრედინ აბდულბარიმ.

ქვეყანაში რეფორმები დიდი ხნის ლიდერის, ომარ ალ-ბაშირის გადადგომას მოჰყვა, რომელსაც ძალაუფლება შარშან, მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ ჩამოართვეს.
 

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად