გენდერული სიახლეები
პირველად გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
2020-07-09 14:32:57

პირველად თავის ისტორიაში, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.

სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობას ოჯახის, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ წარუდგინა. 

სტრატეგია მიზნად ისახავს ქალების უფრო მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი ლიდერულ პოზიციებზე ბიზნესსა და პოლიტიკაში,  გენდერული ნიშნით ანაზღაურების დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რომელიც ამ დროისთვის დაახლოებით 20% შეადგენს.

ახალი სტრატეგიის შესაბამისად, გერმანიის მთავრობა კანონების დამტკიცებისა და კომერციული კომპანიებისთვის სახელმწიფო დახმარების გაწევის პროცესში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გენდერული ბალანსის არსებობას გაითვალისწინებს. 

სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანს ეთმობა და იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო მეტად მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე, ან საერთოდ არ მუშაობენ ოჯახური გარემოებების გამო.

2020 წლის ფებერვალში ფრანცისკა გიფაი გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმად ქვეყანაში მსხვილი კომპანიების დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალებისთვის მინიმუმ 30% კვოტა უნდა განისაზღვროს. 
გასულ კვირას კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.

გერმანიაში მიღებული კანონმდებლობით 2015 წლიდან საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული 108 კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოების შემადგენლობაში ქალებისათვის მინიმუმ 30% კვოტა განისაზღვრა. 2019 წლის მონაცემებით ქალები გერმანიის კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოების 34% -ს და დირექტორთა საბჭოების 10% -ს შეადგენდნენ.

გერმანიის უმსხვილესმა პარტიამ - ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებამ (CDU) ასევე განაცხადა, რომ უახლოვეს დროში პარტიაში გენდერულ კვოტირებას შემოიღებს. პარტიის ლიდერმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი პარტიის აღმასრუებელ კომიტეტებსა და გრემიუმებში ქალებისთვის 50% -იანი კვოტა მოითხოვა. პარტიაში გენდერული პარიტეტის მიღწევა სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, 2025 წლამდე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მინისტრთა კაბინეტს ქალი-ანგელა მერკელი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში 15 მინისტრიდან- 6 ქალი და 8 კაცია.
 

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად