გენდერული ძალადობა
შიში
2020-07-08 11:21:37

ამბავი, რომლის მოყოლაც მინდა - შიშზეა, ჩემს შიშზე. მაგრამ მიზეზი, რის გამოც ამ ამბავს გიზიარებთ, სხვისი შიშის, მსხვერპლის შიშის დანახვის, განცდის და გააზრების სურვილი და მცდელობაა - შიშის, რომელიც ხან სირცხვილისაა, ხან მარტოობის, ხან ტკივილის და უკვე ისე ხშირად - სიკვდილის, რომ წარმოდგენაც კი ძილს დაგიფრთხობს. 
თან ძილში შეიძლება მოგკლან.

დიდი ხნის უნახავ და მონატრებულ ნათესავს ვესტუმრე. ჩემთვის ძალიან ძვირფასს. ძველი ამბავია.

ვიდრე ის ორი წლის სიცხიანი შვილის დაძინებას ცდილობდა, მე - აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად და ჩამოვჯექი. მაგ დროს დაბრუნდა ქმარიც. სამსახურიდან - არა, ოღონდ; არ მუშაობს.  აივანი  და საძინებლის ფანჯარა სახლს ერთ მხარეს აქვს, ერთმანეთთან ძალიან ახლოს  და ღია ფანჯრიდან პირველად საყვედურის ხმა გამოვიდა - ოთახში, რომელიც ყველაზე ნაკლებად თბება, ბავშვისთვის თამაშის უფლება არ უნდა მიეცა; ხაზგასმით იმაზე, რომ მისთვის ეს ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი. ფანჯარა მალევე გადარაზეს და მერე მოგუდულად, მაგრამ მაინც ისმოდა ყვირილი, აგრესიულად ნათქვამი საყვედურები და ხმა, რომელიც ძალიან ჰგავდა დარტყმისას.

მახსოვს, უარყოფა იყო თავიდან. საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ თუ სხვა დროს არასდროს შემიმჩნევია აგრესია, ახლაც, ალბათ, მეჩვენებოდა. რამდენჯერმე, როცა მათ კამათს შევსწრებივარ, ქალი არასდროს იქცეოდა მსხვერპლივით იმიტომ, რომ ჩემს წარმოდგენაში, ასეთ დროს ყველა სიტყვას დიდი სიფრთხილით არჩევენ, რომ მერე ამ სიტყვებისთვის არ დაისაჯონ, ეს - სულ პირიქით, ყოველთვის თამამი იყო და შემტევი.

უარყოფა იქამდე გაგრძელდა, ვიდრე ისევ არ გამოვიდა ხმა ოთახიდან. ისევ ყრუდ და ეს ხმაც ძალიან ჰგავდა დარტყმას. მივხვდი, უნდა მეღონა რამე.
ოღონდ, იცით რა?
შემეშინდა.
ძალიან შემეშინდა.
შემეშინდა იმაზე მეტად, ვიდრე ახლა ამის აღიარების მრცხვენია.

ჰო, მე -  დაბადებიდან დაუმსახურებლად პრივილეგირებულს; კაცს;  გვარის გამგრძელებელს; შეზღუდული რესურსებისთვის  ბრძოლაში, საკუთარ დაზე გამარჯვებულს; მეტ-ნაკლებად,  ჯან - ღონით სავსეს; იმას, ვისაც პროფესიის გამო, რიგით ადამიანებზე მეტი ინფორმაცია აქვს იმაზე, როგორ მოიქცეს მსგავს სიტუაციაში;  მე, ვინც  არ ვიყავი მსხვერპლი, ვისზეც იმ მომენტში ძალადობდნენ, ვისაც ურტყამდნენ; მე, ვინც გვერდიდან ვუყურებდი ამბავს;  „ძლიერი სქესის“ წარმომადგენელს,  რომელიც, სტატისტიკურად, თითქმის არასდროს გავხდები მსგავსი ძალადობის მსხვერპლი ოჯახში -  შემეშინდა.

შემეშინდა კაცის, რომელიც ჩემთვის ძვირფას ადამიანზე, სავარაუდოდ, ძალადობდა, გაკიცხვის შემეშინდა, რომ ოჯახის საქმეში ჩავერიე და  უფრო მეტად კიდევ იმის შემეშინდა, რომ არ გამოჩნდებოდა არავინ, ვინც სხვანაირად იფიქრებდა, დამეხმარებოდა, ჩემთან ერთად იზრუნებდა.

მაგრამ ყველაზე მეტად შიშის შემეშინდა, სხვისი შიშის. ჩემი ნათესავის შიშის. მსხვერპლის შიშის, რომელიც ისეთი დიდი და წარმოუდგენლად მძიმე იყო, ყველაფერი გადაფარა. იმ შიშის, რომელსაც მაშინ გრძნობ, როცა სიცხიანი ორი წლის შვილი გიჭირავს ხელში და გცემენ, როცა გცემენ და გვერდზე, ოთახში შენი ოჯახის წევრი დგას და არ გშველის, მარტო დარჩენის შიშის, ტკივილის, სირცხვილის,უიმედობის. იმის შიშის,  რომ ყველაზე მძიმეც რომ დაგემართოს და მოგკლან, შეიძლება მაშინაც არ გაპატიონ, გაგკიცხონ და გაგამტყუნონ.

 

***

ბლოგი მომზადებულია პროექტის: “ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.

გიორგი ჯაში
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად