მიღწევები
ლიზა სუ - ქალი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას ხელმძღვანელობს 
2020-06-25 15:05:34

ერთ-ერთი მოწინავე ინტეგრირებული მიკროსქემური ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Advanced Micro Devices-ი 1969 წლის 1 მაისს დაარსდა და უკვე ნახევარი საუკუნე იკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო ბაზარზე.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კომპანიამ ბევრი სირთულე გადალახა და ბოლო წლებში მისი მიღწევები Advanced Micro Devices-ის პრეზიდენტისა და პირველი ქალი აღმასრულებელი დირექტორის სახელს, ლიზა სუს (Lisa Su) უკავშირდება.

ლიზა ცვუ-ფანგ სუ დაიბადა ტაივანში, თუმცა სამი წლის ასაკში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მისი მამა პროფესიით სტატისტიკოსი, ხოლო დედა ბუღალტერი იყო. უკვე ბავშვობაში, ლიზას სურდა ინჟინერი გამხდარიყო. 

1986 წელს სუმ Bronx Science საშუალო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, სადაც ელექტროტექნიკის დარგში ბაკალავრის, მაგისტრის, შემდეგ კი დოქტორის წოდება დაიცვა. 
როგორც მკვლევარმა, სუმ 40-ზე მეტი ტექნიკური სტატია გამოქვეყნდა და 2009 წელს გახდა ელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის ინსტიტუტის წევრი.

ლიზა სუს კარიერა 1994 წელს Texas Instrument- ში დაიწყო, თუმცა იქ დიდხანს არ უმუშავია და უკვე 1995 წელს ის IBM– ში, როგორც მკვლევარი მიიწვიეს. ამ კომპანიაში სუმ 10 წელზე მეტი გაატარა და ახალი პროექტების დირექტორის, ხოლო მოგვიანებით კომპანიის გენერალური დირექტორის ტექნიკური ასისტენტის პოსტს იკავებდა.

2007 წელს, ლიზა სუმ კომპანია Freescale Semiconductor-ში დაიწყო მუშაობა, სადაც ტექნოლოგიების საკითხებში გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

2012 წელს კი ის AMD– ს ვიცე-პრეზიდენტად და გენერალურ მენეჯერად დაინიშნა, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის დივერსიფიკაციაში.

2014 წელს  სუ  AMD- ის პრეზიდენტი გახდა. კომპანიის ისტორიაში პირველად ხელმძღვანელად ქალი დაინიშნა. 
ამ პერიოდში კომპანია ფინანსური კატასტროფის წინაშე იდგა. 2014 წელს, როდესაც სუ გახდა პრეზიდენტი, AMD- ს აქციები რეკორდულად გაუფასურდა.

2018 და 2019 წლებში სუმ მოახერხა კომპანია Intel– ის კონკურენტად გადაექცია და ბაზარზე წამყვან პოზიციებზე გაეყვანა. ლიზა სუს ხელმძღვანელობით, 2018 წელს AMD მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია გახდა, ხოლო კომპანიის შემოსავლების ზრდამ 2011 წლიდან ყველაზე მოღალ ნიშნულს მიაღწია.

2019 წელს AMD– ს შემოსავლები რეკორდულ 6.73 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 4% –ით იყო გაზრდილი. AMD- ს წმინდა მოგებამ კი 2019 წელს 341 მილიონი დოლარი შეადგინა.

2018 წელს დოქტორი ლიზა სუ გახდა ინჟინერიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი,  ჟურნალ  Fortune-ამ ის "წლის ბიზნესმენად" აღიარა. ამავე წელს მან  პრესტიჟული Morris Chang-ის ჯილდო მიიღო, რომელიც ადამიანს მენეჯმენტში განსაკუთრებული მიღწევებისთვის გადაეცემა.

ჟურნალმა Barron’s-მა AMD– ს აღმასრულებელი დირექტორი, წლის საუკეთესო კომპანიის დირექტორად, ხოლო Bloomberg– მა  მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის  დაასახელა. 

2020 წელს, ის გახდა პირველი ქალი, რომელიც შემოსავლების კუთხით კომპანიების ხელმძღვანელთა სიაში პირველ ადგილზე მოექცა, ხოლო Harvard Business Review -მ ლიზა სუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციურ აღმასრულებელ დირექტორად დაასახელა.

დღეს მისი წლიური შემოსავალი 58,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
 

ბოლო ამბები
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად