გენდერული ძალადობა
ნიგერიაში გაუპატიურებების შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
2020-06-15 13:52:23

ნიგერიის 36-ე შტატის გუბერნატორმა, გაუპატიურებების და ქალთა და ბავშვთა მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებული სხვა დანაშაულებების შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობის შემოღება გადაწყვიტა. ამას შესახებ ინფორმაციას VOA Swahili ავრცელებს. 

რადიოს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, გუბერნატორები ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ფედერალური კანონების გამკაცრებას გეგმავენ.

ეს საგანგებო დეკლარაცია მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ქვეყნაში მოსახლეობამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები და კამპანია #WeAreTired (ჩვენ დავიღალეთ) დაიწყო. 

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით,ნიგერიის  შტატ კადუნაში 18 წლამდე ყოველი ოთხი ბიჭიდან და ათი გოგონადან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ქალთა უფლებადამცველები  ნიგერიის ჩრდილო – დასავლეთში გაუპატიურებას ”ეპიდემიას” უწოდებენ.

ნიგერიაში COVID-19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყების შემდეგ, ოჯახში და სექსუალური ძალადობის თაობაზე ცხელ ხაზზე შეტყობინენებების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. 

შეგახსენებთ , რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში გააუპატიურეს და მოკლეს ორი სტუდენტი.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად