ღონისძიებები
დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
2020-06-12 10:44:34

12 ივნისს 11:30-დან 13:30-მდე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ვებინარი თემაზე "2020 წლის არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა". 

საჯარო ვებინარის მიზანია საზოგადოებას გააცნოს პოლიტიკური პარტიების ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები 2020 წლის არჩვენებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით. შეხვედრაზე NDI წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და ფოკუს ჯგუფების მიგნებებს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე.

დისკუსიაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების გარდა, მონაწილეობას იღებენ შვედეთისა და ბრიტანეთის ელჩები, საქართველოს წარმომადგენელი CEDAW-ში ლიკა ნადარაია და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები. 

ვებინარის შეხვედრის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/89242461970 

ტექნიკური დეტალები: შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურ-ქართული (ვებინარის ფანჯარაში მითითებული იქნება თარგმანის სიმბოლო English-German. German-ის არჩევის შემთხვევაში, შეგეძლებათ ქართული თარგმანის მოსმენა) და სურდო თარგმანი. შეხვედრას ჟესტურ ენაზე ლამარა (ლეკე) ჯაფოშვილი თარგმნის.  

შეხვედრას ლაივ რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ NDI Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე.   

შეხვედრა ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბოლო ამბები
თერჯოლაში ვასილ ვერულაშვილის სახელობის სამშობიარო სახლი გაიხსნა

თერჯოლაში, იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ,,იმერმედი“-ს ბაზაზე ვასილ ვერულაშვილის სახელობის მეორე დონის სამშობიარო სახლი გაიხსნა

სრულად 
პირველად გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გენდერული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობას ოჯახის, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ წარუდგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

ბლოგების კონკურსი,  რომელიც ოჯახში ძალადობის ან/ და ქალთა მიმართ ძალადობის თემას უნდა ეხებოდეს, გამოცხადდება ყოველი თვის დასაწყისში და მონაწილეობის მსურველებს 10 დღის ვადა ექნებათ ბლოგის გამოსაგზავნად

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელი (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში მედია კონკურსს აცხადებს.

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ტრენინგის თემატიკაა : გენდერული თანასწორობა, კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები

სრულად