უნგრეთის პარლამენტმა მოქალქეებს დოკუმენტებში სქესის შეცვლა აუკრძალა.
ახალი ინიციატივა მმართველ პარტია „ფიდესს“ ეკუთვნის. მას მხარი დაუჭირა 133-მა დეპუტატმა, 57 წინააღმდეგი წავიდა.
კანონის მიხედვით, დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობაში სიტყვა „სქესის“ ნაცვლად, ჩაიწერება „სქესი დაბადებისას“.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლგბტ მოქალაქეების დისკრიმინაციას წარმოადგენს.
ახალი კანონი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას ხელს უნგრეთის პრეზიდენტი მოაწერს.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედი კანონმდებლობით, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შეცვლა დაშვებულია.