გენდერული ძალადობა
მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
2020-05-15 14:43:05

მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

არხის ინფორმაცით მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეს ტაძარი მამა კახაბერ ციყელაშვილმა სავარაუდოდ იძულებით დატოვა. მიზეზი კი ახალგაზრდა ქალთან დამყარებული სექსუალური კავშირია, რის შემდეგაც გოგონა დაორსულდა.

ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობრივებმა ამ ისტორიის ყველა დეტალი იციან.

ტაძრის ახალი წინამძღვარი კამერასთან ღიად არ საუბრობს, თუმცა მომხდარს ადასტურებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სასულიერო პირი ამ დროისთვის მიმალულია, ამას ოჯახის წევრებიც  ადასტურებენ. კახაბერ ციყელაშვილი საცხოვრებელ სახლში თვეზე მეტია არ მისულა. არ უნახავს მეუღლე და საკუთარი ცხრა შვილი. ოჯახში უსიამოვნება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ სკანდალური ამბის შესახებ შეიტყვეს.

სასულიერო პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული რთული დასაჯერებელია მეზობლებითვის.

 

ბოლო ამბები
იაპონიის მინისტრთა ახალ კაბინეტში მხოლოდ ორი ქალია

მთავრობაში სულ 20 მინისტრი და აქედან მხოლოდ ორი ქალია- ოლიმპიური და პარაოლიმპიური საქმეთა მინისტრი, სეიკო ჰასიმოტო და იუსტიციის მინისტრი, იოკო კამიკავა 

სრულად 
დღეს მსოფლიო პირველად თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

პირველად გაერო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო, 18 სექტემბერს გენდერული ნიშნით თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ხმაურიანი სიჩუმე

მაშინ როდესაც სამყარო ზღურბლს მიღმა საშიში ხდება, ქალების დიდი ნაწილი გადარჩენისთვის იბრძვის, მათკენ მოქნეულ ხელს ჩუმად ხვდებიან, და ამ ყველაფერს ხშირად იმ შვილებისთვის უძლებენ, რომლებიც ძალადობას კომუნიკაციის ერთ-ერთ ენად სწავლობენ

სრულად 
მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. გურგულია დაკავებული არ არის, მას 4 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული

სრულად 
სიჩუმე კედელში

ჩვენი საძინებლები ერთ კედელს იყოფს - ატირებული ტუჩებით ჩამოკაწრული საღებავის მოლეკულებს შენკენ მუდარის ჩუმ ხმებს ვატანდი.

სრულად