მოვლენები
Freedom House-ის ანგარიში: დემოკრატიული ფასადების რღვევა
2020-05-06 15:36:54

Freedom House-ის ახალ ანგარიშში, (Dropping the Democratic Facade / "დემოკრატიის ფასადის ჩამოგდება"), საქართველო ისევ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანაა, თუმცა შარშანდელთან შედარებით დემოკრატიის განმსაზღვრელი ქულა, 3,29-დან 3,25-მდე შემცირდა. ანგარიშში წერია, რომ კლება სასამართლოს დამოუკიდებლობის სფეროს უკავშირდება. ქვეყნების სარეიტინგო ქულა 1-დან 7-მდეა, რაც ნიშნავს, რომ 7- ქულიანი ქვეყანა დემოკრატიის უმაღლეს დონეს აჩვენებს, ხოლო 1- ქულიანი — ყველაზე დაბალს:

განსაკუთრებით შემაშფოთებელ ტენდენციად გამოყოფილია სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარება.

„მთავრობები სასამართლოებს აკომპლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით, იღებენ შემზღუდველ კანონებს, რომლებიც აუქმებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და, ზოგ შემთხვევაში, აწარმოებენ დევნას ცალკეული მოსამართლეების მიმართ“, - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დამძიმებამ გამოიწვია ყველაზე მეტი ქვეყნის მაჩვენებლის გაუარესება, რამაც ექვსი სახელმწიფო მოიცვა - ჩეხეთი, საქართველო, ლატვია, მონტენეგრო, პოლონეთი და სლოვაკეთი.

“სასამართლო სისტემა დიდი ხანია იწვევს დაძაბულობას საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკაში, თუმცა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში განურჩეველმა დაპატიმრებებმა და კამათის საგნად ქცეულმა რამდენიმე სასამართლო პროცესმა კიდევ უფრო გააუარესა ისედაც დაძაბული ვითარება. პოლიტიკის სფეროში ახლად შესულ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს მაშინვე, როგორც კი მან პოლიტიკური მოძრაობის დაარსება გამოაცხადა, უფრო მეტი სტაჟის მქონე ოპოზიციის ლიდერს კი 38 თვით მიუსაჯეს პატიმრობა განახლებულ საქმეში, რომელიც მოიცავს საბიუჯეტო თანხების არასწორად დახარჯვის ბრალდებას. იმის ავისმომასწაველებელ ნიშნად, რომ ამგვარი ინციდენტები არ იქნება შემოფარგლული მხოლოდ სასამართლოს ქვედა ინსტანციებით, პარლამენტში მმართველმა უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში უვადოდ მიავლინა 14 ახალი მოსამართლე, ‘უაღრესად დისფუნქციური და არაპროფესიული’ დანიშვნის პროცესის შედეგად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


საქართველო ასევე ნახსენებია საპარლამენტო ბოიკოტის ჭრილში - ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ოპოზიციური პარტიების მხრიდან სრული ან ნაწილობრივი ბოიკოტის გამოცხადებამ ალბანეთში, ბულგარეთში, საქართველოში, მონტენეგროსა და სერბიაში შეაფერხა პარლამენტების მუშაობა და მიანიშნა სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის ნაკლებობაზე“.

„2020 წლის თებერვალში საქართველოს ყველა ოპოზიციური ბლოკის პარლამენტარებმა დატოვეს პარლამენტი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უკან დაიხია თავისი დაპირებისგან, რომ ქვეყანას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანდა. რომ შემოღებულიყო, ეს სისტემა შეამცირებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, შანსებს წელს კიდევ ერთხელ გაემარჯვა საპარლამენტო არჩევნებში“, - წერს „ფრიდომ ჰაუსი“ და დასძენს, რომ კრიზისი განიმუხტა მხოლოდ მარტში, როცა საქმეში ჩაერივნენ ევროპელი და აშშ-ის დიპლომატები და ხელი შეუწყვეს შეთანხმების მიღწევას ქვეყნის შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანის შესახებ.

საქართველოზე საუბარია აგრეთვე მოსამართლეების მიმართ ცილისმწამებლური კამპანიებისა და თავდასხმების კონტექსტშიც: 2019 და ადრეულ 2020 წლებში პოლიტიკოსები ძირს უთხრიდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და კანონის უზენაესობას ... რამაც გამოიწვია მაჩვენებლების გაუარესება ჩეხეთისთვის, საქართველოსთვის, ლატვიისთვის, მონტენეგროსთვის, პოლონეთისა და სლოვაკეთისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

კოდევ ერთი კონტექსტი, რომელშიც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოს ახსენებს, ეხება ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მომძლავრებას, საქართველოს გარდა, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ბულგარეთში, უკრაინასა და სომხეთში. „ეს ჯგუფები და მათი ქსენოფობიური მესიჯები შესაძლოა ახალი არ არის, მაგრამ მათ აჩვენეს საზღვართშორისი თანამშრომლობის ახალი დონე და მიიზიდეს მზარდი მხარდაჭერა თავიანთი ამერიკელი და დასავლეთევროპელი თანამოაზრეებისგან“, - წერს „ფრიდომ ჰაუსი“ თავის ანგარიშში.
 

ბოლო ამბები
კორა ვაისი: თუ ქალები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, ჩვენ მშვიდობა არ გვექნება 

2020 წელს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღის თემაა: "ქალები მშვიდობისმშენებლობაში - მშიდობის გასაღები" ( “Women in Peacekeeping – A Key to Peace”) და ეძღვნება ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის მიღების 20 წლის იუბილეს

სრულად 
UNICEF: მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა შესაძლოა 670 მილიონი შეადგინოს

მის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და „გადავარჩინოთ ბავშვების“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
UNICEF: მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა შესაძლოა 670 მილიონი შეადგინოს

მის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და „გადავარჩინოთ ბავშვების“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი

სრულად 
2 დღეში  საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება

2 დღეში  საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა

სრულად 
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება კონკრეტული წესების დაცვით

სრულად