გენდერული ძალადობა
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაცია სააფთიაქო ქსელებსა და მაღაზიებშიც განთავსდება
2020-04-30 12:05:15

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. შემუშავდა „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგიაც.

„კამპანიის მთავარი ამოცანაა, შესაბამის ადრესატებამდე ინფორმაციის მიტანა იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ, რასაც სახელმწიფო ძალადობაგამოვლილ ადამიანებს სთავაზობს; ასევე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინების ალტერნატიული გზების შეთავაზება და საზოგადოების ჩართვა კრიზისის დროს ძალადობის გამოვლენაში.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით, საკარანტინო სასტუმროებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება ინფორმაცია, როგორც საკონსულტაციო და გადაუდებელი ცხელი ხაზების, ასევე თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კრიზისისას იმატებს ძალადობის რისკი. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დაბრუნებულ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ მომავალი კვირიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სააფთიაქო ქსელებსა და მაღაზიებშიც განთავსდება. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, საკომუნიკაციო კამპანია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.
 

ბოლო ამბები
კორონავირუსის რისკების შემცირების მიზნით, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

საქართველოს მასშტაბით ორსულ ქალებს ეძლევათ უფასო ვირტუალურ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა; წამყვანი გინეკოლოგებისაგან ისინი მიიღებენ პასუხებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე

სრულად 
ზუგდიდში ქუჩებს მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების - მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
აქამდე...

კლასიდან ჩემი მოსწავლე გამოვიყვანე, ჩემი “ფემინისტი” გოგონა და ვუთხარი, რომ ქალები ისტორიას არასდროს წერდნენ…აქამდე…

სრულად 
სურამში ქმარმა ცოლი მოკლა 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სრულად 
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად