საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე დააკავეს. ინფორმაცია 28 მარტს, საღამოს გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით არის დაკავებული.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.
დავით ცინარიძე 2015 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.