ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაასახელა საქართველოს კანდიდატები ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე.
ესენია:
- ირმა მალაციძე — მწერალი, მასწავლებელი, ჟურნალ შოკოლიტის რედაქტორი, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;
- ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა.
წელს წარდგენილ კანდიდატთა შორის გამარჯვებული 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდება.
ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ორ კანდიდატს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში, რის გამოც მას მეტსახელად "საბავშვო ნობელს" უწოდებენ. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 440 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.