გენდერული ძალადობა
შსს-მ მოსახლეობას ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების სერვისებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა
2020-04-15 18:14:27

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას. შსს აცნობით, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა დანაშაულის გამოვლენისა და პოლიციის დროული ინფორმირების პროცესში.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.

„თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკეთ 112-ზე ან გამოიყენეთ 112-ის მობილური აპლიკაცია.მობილური აპლიკაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხ: http://112.gov.ge/index.php?m=147. პოლიცია დროის ნებისმერ მონაკვეთში მზად არის რომ დაგეხმაროს.

არ დამალო ძალადობა! აღნიშნულის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში არსებული შეტყობინების მექანიზმების შესახებ და პოლიციისათვის დროულად მიმართვის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად