ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს სახლში მომსახურე პერსონალს, რომელთა უმეტესი ნაწილი ქალია და კარანტინის გამოცხადების შემდეგ სამუშაოს გარეშე დარჩა.
სოციალური დახმარების სამსახურებში დარეგისტრირებულ სახლში მომსახურე პერსონალს შეეძლებათ მიიღონ ერთი თვის ხელფასის 70% იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაათავისუფლეს ან სამსახური დაკარგეს საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, რომელიც ქვეყანაში 14 მარტს გამოცხადდა.
ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში დაახლოებით 600,000 სახლში მომსახურე პერსონალია დარეგისტრირებული, თუმცა უფლებადამცველთა განცხადებით დაახლოებით 200 000 - ი ადამიანი ვერ შეძლებს რეგისტრაციის გავლას, რადგან არალეგალურად მუშაობს ქვეყანაში.