ქალთა პორტრეტი
მარიამ ცერცვაძე
2020-03-27 17:42:56

ოთხმა გოგონამ, ოთხმა იურისტმა და ოთხივე - მარიამმა: მარიამ თითბერიძემ, მარიამ ცერცვაძემ, მარიამ ჯორბენაძემ და მარიამ ჩაკვეტაძემ მოხუცების დასახმარებლად ბრძოლა დაიწყეს და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს“.

იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება მოხუცებისთვის გამარტივდეს, ჯგუფის წევრებმა მათი დახმარება გადაწყვიტეს. მალევე ფეისბუქ-ჯგუფს 15 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მეგობრების, თანამოაზრეების ჩართულობით, უმოკლეს დროში - 24 საათში  მათ შეძლეს 55 ათას 500 ლარის შეგროვება და თბილისში მცხოვრები 600-მდე ხანდაზმული ადამიანის პროდუქტით, მედიკამენტებით, ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა. 

ხანდაზმული ადამიანები Covid-19-ის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ - ახალი კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უქმნის.

თვითიზოლაციის გადაწყვეტილება ბევრ მოხუცს საკვების პრობლემას უქმნის - დაიხურა "კათარზისი", რომელიც სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფდა.

ინიციატივას „დავეხმაროთ მოხუცებს“ მრავალი კომპანია შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ კამპანიაში თბილისის მერიაც ჩაერთო.  

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
ყველა სიახლე 
 კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს!“
  1