ქალთა ფონდი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომელიც საგანგებოდ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ გადაუდებელ საქმიანობას ეძღვნება.
პრიორიტეტი მიენიჭება ჯგუფურ, ახალგაზრდა ქალთა ინიციატივებს, რეგიონში და მარგინალიზებულ თემებთან მომუშავე ჯგუფებს.
ქალთა ფონდი არ დააფინანსებს ანტიფემინისტურ, რასისტულ, ჰომოფობიურ, ფუნდამენტალისტურ, ქსენოფობიურ და სექსისტურ პროექტებს, ასევე, პროექტებს, რომლის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები.
საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 500 დოლარს.
სწარაფი რეაგიების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შემოსული აპლიკაციები განიხილება 3 დღის განმავლობაში
პროგრამასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
საპროექტო განაცხადები (ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე) შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@womenfundgeorgia.org
ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ!