ახალი ზელანდიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც აბორტი ქვეყანაში ლეგალური ხდება. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
“40 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აბორტი იყო ერთადერთი სამედიცინო პროცედურა, რომელიც ახალ ზელანდიაში დანაშაულად ითვლებოდა. ახლა კი აბორტები სამართლიანად განიხილება, როგორც სამედიცინო მოვლენა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტრის თქმით, ახალი კანონი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვუმკურნალოთ ყველა ქალს, ვინც კონსულტაციაზე და აღნიშნული პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტს. მისი თქმით, ახალი ზელანდიის მაცხოვრებლები ათლწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ აბორტის გაკეთების უფლება კანონიერი გამხდარიყო.
როგორც გამოცემა New Zealand Herald-ი იუწყება, კანონი დაამტკიცა ქვეყნის ნაციონალურმა პარლამენტმა მესამე მოსმენით. მომხრე 68 იყო, ხოლო წინააღმდეგი – 51. ახლა კი აღნიშნული დოკუმენტი გადაეცემა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს სამეფო სანქციების მოპოვების მიზნით.
Abortion legalised in New Zealand with Parliament passing new law in 68-51 vote https://t.co/aVNbGGfJeJ pic.twitter.com/ZQZoKk5I75
— Stuff (@NZStuff) March 18, 2020
2019 წლის ოქტომბერში კი აბორტი ჩრდილოეთ ირლანდიაში გახდა ლეგალური. მანამდე ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც აბორტი კანონით იყო აკრძალული.