საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქალების ხელფასზე 575 ლარით მეტია.
“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” ანგარიშის თანახმად, 2019 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 018.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 593.2 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 112.5 და 124.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ამასთან, 2019 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 86 ლარით გაიზარდა და 1 404.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 501.4 ლარი, წლიური ზრდა 0.7 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 111.5 ლარი, წლიური ზრდა 13.1 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება. იმავე პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 154 ლარით და 1 166.4 ლარს შეადგენს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.