გენდერული სიახლეები
პარლამენტმა ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები პირველი მოსმენით დაამტკიცა
2024-06-27 13:47:40

საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პირველი მოსმენით, ერთხმად, (78 ხმით) მიიღო.

პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

ცვლილებების შემდეგ - დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.

10 ივნისს ინიციირებული კანონპროექტის კენჭისყრა 26 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის წინადადებით, ის ერთი დღით გვიან ჩატარდა. ამის მიზეზად მდინარაძემ სხდომაზე ოპოზიციის არ ყოფნა დაასახელა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს კანონპროექტის შესახებ მათი პოზიცია.

ლგბტ პირთა უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა კი გაურკვეველი დროით გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განამარტა, რომ ოპოზიციას მოუწევს ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვა. მისი თქმით, კენჭისყრა გადაიდება იმ პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში.

ოპოზიციის დიდ ნაწილს კი პარლამენტში ბოიკოტი სხვა საკითხის გამო აქვს გამოცხადებული. ისინი სხდომებს ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ აღარ ესწრებიან.

26 ივნისს კანონპროექტის განხილვაზე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრებმა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს მთავრდება. საპარლამენტო უმრავლესობა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტთა პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს, რომელიც 3 სექტემბერს იხსნება.

 

ბოლო ამბები
მოჭიდავე მირანდა კაპანაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

კაპანაძემ ნოვი სადში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოზლემ გურსოი დაამარცხა და ქალთა ჭიდაობაში საქართველოსთვის ისტორიული მედალი მოიგო

სრულად 
პარლამენტმა ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პირველი მოსმენით, ერთხმად, (78 ხმით) მიიღო

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული დეზინფორმაცია

"სქესისტური" სექსისტური ენა - მოხსენების დასაწყისს შეგაჩვევთ ჩემს ენას, ფიქრს, გადმოცემის უნარს და იმედი მაქვს არ გამიწყრებით რისამე მხატვრული ფორმით თვითნებური ლექსიკის გამოყენებისთვის

სრულად 
დეზინფორმაცია ოჯახის ინსტიტუტის შესახებ და ქალის ადგილი 

უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეზინფომაციული ნაკადი ოჯახის ინსტიტუტის მიმართულებით იქნა გამოყენებული,  რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ კოლექტიურ დასავლეთში ოჯახი დეგრადირდა

სრულად 
ტრენინგი: გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია

"გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" - თემაზე ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" კონტენტ კრეატორების ქსელის წევრების მონაწილეობით

სრულად