გენდერული სიახლეები
დეზინფორმაცია ოჯახის ინსტიტუტის შესახებ და ქალის ადგილი 
2024-06-25 10:04:25

უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეზინფომაციული ნაკადი ოჯახის ინსტიტუტის მიმართულებით იქნა გამოყენებული,  რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ კოლექტიურ დასავლეთში ოჯახი დეგრადირდა „ქალს ქალი, ხოლო კაცს კაცი აღარ ჰქვია და ჰგავს“ და ამიტომ საჭიროა ოჯახის დაცვა „მავნე დასავლური გავლენებისგან“. აქცენტი ხშირად კეთდება სექსუალური უმცირესობებზე, თუმცა დეზინფორმაციის ნაკადი ასევე მიემართება ქალების წინააღმდეგაც, ვინც შესაძლოა ტრადიციული გაგებით „ცოლის როლს“ აქტიურად არ ასრულებენ და პრიორიტეტად თვითრეალიზაციას ისახავენ. გამოთქმა რომელსაც აქტიურად იყენებენ - „ქალი რომ ქალს აღარ ჰგავს“ სწორედ ამის მანიშნებელიცაა და მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ჭრილში არ უნდა იქნას აღქმული.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ნარატივი სხვა არაფერია თუ არა რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც ავტორიტარული მმართველობის მისწრაფებების მქონე ძალები სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ, რაც თავისთავად მავნეა და აძლიერებს რუსული ანტი-დასავლური დეზინფორმაციისთვის დასაყრდენს, ის ასევე ასუსტებს თანასწორობის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს და ღირებულებებს, რომლებიც ადამიანების თანასწორობას ისახავს მიზნად განურჩევლად მათი სქესისა და უარს ამბობს სქესის ნიშნით როლების მინიჭებაზე.

ხშირად აღნიშნული ნარატივი ქართული ტრადიციების და ოჯახის სიწმინდის დაცვას უკავშირდება, რაც ცხადია საზოგადოებრივი სენტიმენტებით მანიპულაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ოჯახი დასავლეთში უმთავრესი ღირებულებაა და ადამიანები ვისაც პირადი გამოცდილებები აკავშირებთ დასავლურ ღირებულებებთან ადასტურებენ, რომ რეალურად ოჯახის ინსტიტიუტი დასავლეთში იმაზე ძლიერია, ვიდრე საზოგადოების რიგ ჯგუფებს წარმოუდგენიათ. აღნიშნული ნარატივის ავტორები არამხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებენ, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებენ ქალების ტრადიციული როლიდან გამოსვლის კუთხით არსებულ მიღწევებსაც. რა წარმოუდგენიათ „ტრადიციულ ოჯახად“ ნარატივის ავტორებს? საფუძვლიანი იქნება თუ ვარაუდს გამოვთქვამთ - ესაა ოჯახი, სადაც ქალს უმეტესად ცოლის და დედის როლი აქვს, კაცი ოჯახის მეთაურია და აშ. ოჯახი, სადაც გენდერული როლები განსაზღვრული და მკაფიოა. თანამედროვე დასავლური ოჯახი, სადაც ქალი მეტად რეალიზებულია, არჩევანს თავად აკეთებს და დამოუკიდებელია მათ წარმოდგენაში არსებულ ქალის აღქმას ეწინააღმდეგება. ამიტომაც „ტრადიციული ოჯახის“ დაცვის მოტივი ყალბი საფარველია მავნე მიზნების მისაღწევად, რომელიც საზოგადოებრივი პროგრესის წინააღმდეგია. ამასთანავე იგივე ძალები არასოდეს საუბრობენ ქართულ ოჯახებში რეალურად არსებულ გამოწვევებზე. ქალების მიმართ ძალადობის საგანგაშო სტატისტიკაზე და ფემიციდის მზარდ შემთხვევებზე, ხშირად ქმრების და პარტნიორების მხრიდან. ამ მიმართულებით  უკანასკნელ წლებში ვითარება მხოლოდ უარესდებოდა.  ყალბი ნარატივების საზოგადოებისთვის თავსმოხვევით სწორედ ასეთი რეალურად პრობლემატური თემებიდან ხდება ყურადღების გადატანა. 

და, მაინც, როგორი ოჯახებია დასავლეთში?

ყველა, ვისაც დასავლურ ღირებულებებთან შეხება ჰქონია მოყვება არაერთ ისტორიას, თუ როგორი ოჯახები უნახავთ ევროპასა თუ ამერიკაში. როგორც ამ ბლობის ავტორს, შემიძლია გავიზიარო იმ ადამიანების შეხედულება ვინც თვლის, რომ თანამედროვე ევროპული ოჯახი დგას იმ ღირებულებებზე, როგორიცაა თანასწორობა, შეთანხმების პატივისცემა, ურთიერთ-პატივისცემა და ერთგულება. სადაც პარტნიორების აზრი თანაბრად მნიშვნელოვანია და სადაც ყოველდღიური ცხოვრება შეთანხმებაზეა დაფუძნებული, რაც რიგი უთახმოებების და უხერხულობების თავიდან აცილებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. დასაფასებელია წყვილების გულწრფელობა და ღიაობა ერთმანეთისადმი, რაც ურთიერთობას სიჯანსაღეს უნარჩუნებს. ცხადია არსებობს გამონაკლისებიც როგორც ყველგან, თუმცა საერთო სურათი ამით არ იცვლება. 

ხშირად ზემოთ აღწერილი ნარატივის ავტორები ოჯახის ღირებულებას აკნინებენ დასავლეთში და ამბობენ რომ ოჯახი ნაკლებ ფასეულია რასაც უპირისპირდება სტატისტიკა. 

ევროპული ღირებულებების შესახებ ერასმუსის პროექტის  ფარგლებში შეგროვებული მონაცემები ცხადყოფს რომ ოჯახი ევროპელების უმრავლესობის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ღირებულებაა
 


თუმცა დამოკიდებულებების კუთხით სხვაობა არსებობს ისეთი სტერეოტიპული მიდგომების მიმართ როგორიცაა მაგალითად ქალების როლი სამსახურსა და ოჯახში.  ქვემოთ მოყვანილია ერთი მაგალითი:

 

თუ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი თვლის, რომ სამსახური მისაღებია მაგრამ ქალის რეალური სურვილი სახლი და ბავშვებია, ევროპის ქვეყნებში მეტ-ნაკლები სხვაობებით ეს დამოკიდებულება უფრო სუსტია. საქართველოში მართლაც არსებობს და ალბათ ყველა ჩვენთაგანს მოუსმენია სტერეოტიპი, რომ ქალის რეალური სურვილი და სრულყოფის საშუალება შვილები, ქმარი და სახლია, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი. თუ ჩავთვლით რომ ეს მავნე დამოკიდებულება „ქართული ოჯახური ღირებულებაა“, რომელიც ქალის როლსა და დანიშნულებას კონკრეტულ ფუნქციამდე ამცირებს, უსაზღვრავს იმას თუ რა უნდა იყოს მისი ოცნება, რაც რეალურად მხოლოდ პატრიარქალური დამოკიდებულების ნაყოფია და არა ღირებულება, ამ შემთხვევაში დასავლეთსა და საქართველოს შორის სხვაობას ნამდვილად დავინახავთ. თუმცა ეს სხვაობა მხოლოდ დასავლეთის სასიკეთოდ მეტყველებს, რადგან ამ საკითხის ირგვლივ არასტერეოტიპული დამოკიდებულება მხოლოდ ოჯახში მეტი თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის საფუძველი შეიძლება იყოს. 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ძალების მიერ თავსმოხვეული ანტი-დასავლური ნარატივები რომელიც დასავლეთში ოჯახების ღირებულების დაკარგვაზე უყვება მოსახლეობას, სიცრუესა და ფაქტების დამახინჯებას ემყარება, რაც მიზნად ისახავს არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევას, არამედ სოციალური განვითარების შეფერხებასაც, მათ შორის ქალების „ტრადიციულ“ ჩარჩოებში მოქცევას და შეზღუდვას თავსმოხვეული წარმოდგენებით. შესაბამისად ნიშვნელოვანია რეალობის გაცნობდა და მსგავს მავნე დეზინფორმაციასთან ბრძოლა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. 

***

სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული კომკურსის “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ხმების გაძლიერება” ფარგლებში, რომელის მხარდაჭერილია ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მიერ. პროექტი ხაზს უსვამს გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს მდგრადობის გაძლიერებას, ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების გზით. 


 

ნინო ჩანადირი
ბოლო ამბები
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად 
ქალთა უუფლებობა და უფლებები

აუცილებელია არა მხოლოდ მედია სივრცის და საზოგადოებრივი შეხედულებების, სტერეოტიპების გადახედვა თუ აღმოფხვრა, არამედ განათლების სისტემის და სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულად თანასწორ პოლიტიკაზე მორგება

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად 
ქალთა უუფლებობა და უფლებები

აუცილებელია არა მხოლოდ მედია სივრცის და საზოგადოებრივი შეხედულებების, სტერეოტიპების გადახედვა თუ აღმოფხვრა, არამედ განათლების სისტემის და სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულად თანასწორ პოლიტიკაზე მორგება

სრულად 
გენდერული დეზინფორმაცია

გენდერული დეზინფორმაცია იწვევს სერიოზულ ზიანს და რადიკალურად ცვლის არსებულ ფონს განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში

სრულად