გენდერული სიახლეები
ტრენინგი: გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია
2024-06-20 13:45:53

"გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" - თემაზე ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" კონტენტ კრეატორების ქსელის წევრების მონაწილეობით. ტრენინგს WIC-ის გენდერის ექსპერტები მამუკა გაჩეჩილაძე და ლელა ხომერიკი უძღვებიან. 

ტრენინგის ფარგლებში, რომელსაც ბლოგერები, ვლოგერები, გრაფიკული დიზაინერები, ცენტრალური და რეგიონული მედიების წარმომადგენლები ესწრებიან საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერი, გენდერული როლები და ნორმები, გენდერული სტერეოტიპები და სტერეოტიპების მოქმედების შედეგები. ტრენინგის საკითხებს შორისაა, ასევე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და მისი მიმოხილვა საქართველოს კონტექსტში. 

ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა გენდერულ დეზინფორმაციას, გენდერული დეზინფორმაციით გამოწვეულ საშიშროებებს და მის ძირითად სამიზნეებს. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას სექსისტური სიძულვილის ენის და მისი ფორმების შესახებ, რეალური ქეისების განხილვის საფუძველზე. საუბარი შეეხება გენდერული დეზინფორმაციის მავნებლობას ციფრული გარემოშიც და  ყურადღება გამახვილდება, ამ კუთხით, მედია წიგნიერების მნიშვნელობაზე.

ტრენინგი ტარდება "ქალთა საინფორმაციო ცენტრის: პროექტის ფარგლებში "გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ", რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით. Პროექტი ხაზს უსვამს გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს ინფორმირების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას.

ბოლო ამბები
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად 
ქალთა უუფლებობა და უფლებები

აუცილებელია არა მხოლოდ მედია სივრცის და საზოგადოებრივი შეხედულებების, სტერეოტიპების გადახედვა თუ აღმოფხვრა, არამედ განათლების სისტემის და სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულად თანასწორ პოლიტიკაზე მორგება

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად 
ქალთა უუფლებობა და უფლებები

აუცილებელია არა მხოლოდ მედია სივრცის და საზოგადოებრივი შეხედულებების, სტერეოტიპების გადახედვა თუ აღმოფხვრა, არამედ განათლების სისტემის და სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულად თანასწორ პოლიტიკაზე მორგება

სრულად 
გენდერული დეზინფორმაცია

გენდერული დეზინფორმაცია იწვევს სერიოზულ ზიანს და რადიკალურად ცვლის არსებულ ფონს განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში

სრულად