გენდერული სიახლეები
ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატმა ქალმა, ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა
2024-06-04 11:31:26

ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტრეპრენიორმა, ბიზნესმენმა ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. ის თანამდებობაზე აწ უკვე ისლანდიის ყოფილ პრეზიდენტს გუდნი იოჰანესსონს შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩვენებში ორივე მთავარი კანდიდატი ქალი გახლდათ. გამარჯვებულმა ხმათა 55% დაიმსახურა. მეორე კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კეტრინ იაკობსდოტირმა კი 25%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამ უკანასკნელმა დაკავებული თანამდებობა აპრილში იმისთვის დატოვა, რომ კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში ეყარა.

ისლანდიის პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შესაბამისად შეზღუდული ძალაუფლება აქვს. ისლანდია კონსტიტუციური რესპუბლიკაა, მართვის სისტემა კი საპარლამენტო დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მეთაური პრეზიდენტია, აღმასრულებელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს და, შესაბამისად, მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს აქვს. ცნობისთვის, ისლანდია ერთ-ერთი უძველესი საპარლამენტო დემოკრატიის ისტორიის მქონე სახელმწიფოა. ისლანდიის პარლამენტი, სახელად ალთინგი პირველად ჯერ კიდევ 930 წელს შეიკრიბა.

ისლანდიის მოსახლეობა 400,000 ადამიანს შეადგენს და ქვეყანა ნატოს წევრია. ისლანდიამ ევროკავშირის წევრობის სურვილი 2009 წელს გამოთქვა, თუმცა 2015 წელს აპლიკაცია უკან გაიწვია.

ჰალა ტომასდოტირი 1944 წელს ისლანდიის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ქვეყნის მე-7 პრეზიდენტი იქნება. ის პრეზიდენტის ოფისს 1-ელ აგვისტოს ჩაიბარებს. წარსულში ტომასდოტირი ისლანდიის სავაჭრო პალატას ხელმძღვანელობდა. 2007 წელს მან ფინანსური მომსახურების კომპანია, Audur Capital-ი დააფუძნა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბოლო 14 წელიაб ისლანდიას გენდერული თანასწორობის მქონე საუკეთესო ქვეყნის ტიტულს ანიჭებს.

ბოლო ამბები
ტრენინგი: გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია

"გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" - თემაზე ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" კონტენტ კრეატორების ქსელის წევრების მონაწილეობით

სრულად 
კაფე „მზიურის” შენობის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება

კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ტრენინგი: გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია

"გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" - თემაზე ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" კონტენტ კრეატორების ქსელის წევრების მონაწილეობით

სრულად 
ოპოზიციონერი ქალები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს იწყებენ

ქალი პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფში შედიან: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი

სრულად 
მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმია 

ისტორიულ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოშობით ებრაელი და პროფესიით კლიმატოლოგი, მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი გახდა

სრულად