მოვლენები
რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!
2024-05-29 10:44:54

არარსამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, სადაც წერენ, რომ რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან.

განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:

"55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხახლისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით!

ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე!

მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით,  მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს - ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს!

ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს.
ჩვენს ბრძოლას ხედავს და მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული მსოფლიო. რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, მაგრამ ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!

ეს საქართველოა! ჩვენ არ გავრუსდებით! ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით.

ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას - არა რუსულ კანონს! კი ევროპას!"

ბოლო ამბები
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად 
ქალთა უუფლებობა და უფლებები

აუცილებელია არა მხოლოდ მედია სივრცის და საზოგადოებრივი შეხედულებების, სტერეოტიპების გადახედვა თუ აღმოფხვრა, არამედ განათლების სისტემის და სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულად თანასწორ პოლიტიკაზე მორგება

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის

სრულად 
კაფე „მზიურის” შენობის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება

კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს

სრულად