Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გარდაიცვალა პირველი და ერთადერთი გაერო-ს უმაღლესი კომისარი ქალი

Category: Gender in the world 
2019-10-29

იაპონიაში, 92 წლის ასაკში, გარდაიცვალა სადაკო ოგატა- პირველი და ერთადერთი ქალი, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თანამდებობას იკავებდა.

 

90-იან წლებში მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე დაემთხვა რუანდაში განხორციელებულ გენოციდს და ყოფილ იუგოსლავიაში არსებულ ეთნიკურ კონფლიქტს.

 

მისიის ფარგლებში და იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად მან მრავალი კონფლიქტის ზონა მოიარა მსოფლიოში.

 

 

 

 

ოგატა დაიბადა 1927 წლის 16 სექტემბერს ტოკიოში, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ოჯახში. მისი პაპა 1931 წლიდან 1932 წლამდე იყო იაპონიის პრემიერ- მინისტრი, ხოლო ბაბუა 1932 წელს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

ოგატამ ბავშვობა საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის აშშ-სა და ჩინეთში. ტოკიოს ქალთა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სწავლა შეერთებულ შტატებში განაგრძო, სადაც კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებაში დოქტორის წოდება მიიღო.

 

მისი კარიერის განმავლობაში ოგატა მუშაობდა მრჩევლად იაპონიის წარმომადგენლობაში, გაეროში და ხელმძღვანელობდა გაეროს ბავშვთა ფონდის საბჭოს.

 

ის ასევე წარმოადგენდა თავის ქვეყანას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში.

 

2003 წელს ოგატა გახდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პირველი პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ავღანეთი და სამხრეთ სუდანი.

 

2015 წლის ინტერვიუში მან მოუწოდა იაპონიის მთავრობას ლტოლვილთა საკითხებში მეტი ლიდერობა გამოეჩინა.

 

საინტერესოა, რომ შარშან იაპონიამ 10 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მხოლოდ 42 ლტოლვილი მიიღო.
    

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker