Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

კრისტალინა გეორგიევამ პირობა დადო, რომ იბრძოლებს გენდერული თანასწორობისთვის მთელს მსოფლიოში

Category: Gender in the world 
2019-10-17

”ვერცერთი საზოგადოება ვერ განვითარდება, თუ არ გამოიყენა ყველა ადამიანის, ყველა ქალისა და კაცის შესაძლებლობა”- საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალმა მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ პირობა დადო, რომ იბრძოლებს გენდერული თანასწორობისთვის  მთელს მსოფლიოში. განცხადება მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ საშემოდგომო შეხვედრაზე გააკეთა .

 

ბულგარელმა ეკონომისტმა და მსოფლიო ბანკის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობა ხელს შეუწყობს ეკომომიკურ ზრდას მთელს მსოფლიოში.

 

მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კვოტირების შემოღებას კერძო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში, რადგან ეს ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დამყარების პროცესის დაჩქარებას.

 

გეორგიევამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების შედეგები მოიყვანა მაგალითად, რომლის თანახმად, კომპანიებმა 8-11% -ით გაზარდეს თავისი შემოსავლები, როცა დირექტორთა საბჭოებში ქალი ხელმძღვანელები დანიშნეს.

 

”მე კვოტირების შემოღებას ვუჭერ მხარს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეკომომიკურ ზრდას მივაღწიოდ” - განაცხადა გეორგიევამ.

 

2017 წელს, როდესაც გეორგიევამ  მსოფლიო ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, მისი მიზანი იყო მაღალ თანამდებობებზე გენდერული პარიტეტის მიღწევა და ბანკმა ეს ამოცანა შეასრულა.

 

კრისტალინა გეორგიავა ასევე მიიჩნევს, რომ ქალებმა არ უნდა მიიღონ უფრო დაბალი ანაზღაურება, ვიდრე მათი კაცი კოლეგები იღებენ.
მისი თქმით, მოწინავე ეკონომიკებში განსხვავება ქალისა და კაცის შრომით ანაზღაურებაში საშუალოდ 16% შეადგენს, ხოლო სამხრეთ კორეაში ეს მაჩვენებელი 37% -ს აღწევს.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, ქალები საშუალოდ 2,7 საათზე მეტ დროს ხარჯავენ არაანაზღაურებად სამუშაოზე, ვიდრე კაცები. ექსპერტების აზრით, ამგვარი დისბალანსი, თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს.

 

გეორგიევას თქმით, ნორვეგიაშიც კი, მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანაში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ქალები ასრულებენ 20% -ით მეტ არაანაზღაურებად სამუშაოს, ვიდრე კაცები, ხოლო პაკისტანში ეს მაჩვენებელი 1000% -ს შეადგენს.

 

გეორგიევას განცხადებით,  თუ მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებების დროს გათვალისწინებული იქნება ქალების არაანაზღაურებადი სამუშაო, ეს გაზრდიდა მსოფლიო ეკონომიკის მაჩვენებელს 35% -ით. ცალკეული ქვეყნები კი ეკონომიკურ აქტივობაში მეტი ქალების ჩართვით შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტი.

 

კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობას მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრიდან შეუდგა.

 

აღნიშნულ თანამდებობაზე მან კრისტინ ლაგარდი შეცვალა, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

როგორც თავად ამბობს, ის ახალ სამსახურში დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. მთავარ პრობლემად კი, გლობალური ეკონომიკის დასუსტებას ასახელებს.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker