Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

შიმშილობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო 117 ქვეყანას შორის 39 ადგილზეა

Category: Events 
2019-10-15

2019 წლის „გლობალური შიმშილობის ინდექსში" (GLOBAL HUNGER INDEX) საქართველო მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის 39 ადგილზეა.  ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელსაც ერთობლივად ორგანიზაციები Concern Worldwide და Welthungerhilfe ამზადებენ, საქართველოში შიმშილობის საერთო ქულა  9.2 -ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, 2016 წლის ინდექსის მიხედვით  8,2 ქულით საქართველო 118 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციას იკავებდა.

 

"გლობალური შიმშილობის ინდექსი" ოთხ მაჩვენებელს განსაზღვრავს - არასრულფასოვანი კვება, ბავშვთა სიკვდილიანობა, ბავშვებში ზრდის შეფერხება და წონის ნაკლებობა.

 

საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვთ ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს, რუსეთს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელარუსს.

 

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.


ინდექსის პირველ ხუთეულში არიან ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩილე, კოსტა რიკა და ბულგარეთი.

ბოლო პოზიციებზე კი აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა, ჩადი, იემენი, მადაგასკარი და ზამბია არიან.

ინდექსის თანახმად, საერთო ჯამში, მსოფლიოში შიმშილის დონე 2000 წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია.


 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker