Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა ამბობს, რომ გუნდი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, პატივს სცემს

Category: It`s interesting to know 
2019-05-31

ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, რადგან უფალთან, საზოგადოებასთან და სალომე ბარკერთან ის მართალია.

 

"თავი მიმაჩნია მართლად იმიტომ, რომ არ ვიცოდი ეს ინფორმაცია. გავა დრო და დარწმუნდება ხალხი ჩემს პიროვნებაში. მთელი ქალაქი მიცნობს და იცის, ვინ ვარ და რა ვარ და რომ ბავშვის სიკვდილი მიხარია თუ არა. გაირკვევა თეთრიც და შავიც", — აცხადებს დეპუტატი.

 

მისი თქმით, ჯვარზეც რომ გააკრან, როგორც იესო ქრისტე, მართლმადიდებლობის შეურაცხოფას ყოველთვის დაგმობს. ის აღნიშნავს, რომ "უხარია, უფლისა და მართლმადიდებლობის დაცვის გამო ქვებს რომ ესვრიან".

 

"თუ გინდ ჯვარიც დამადე, თუ გინდა მაწამე, თუ გინდა ძმარიც მასვი, როგორც უფალი იესო ქრისტე, მე არაფრის არ მეშინია. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენც ჯვარს ვეცმებით მისთვის. ეს იყო ინფორმაციის არცოდნა, რომელშიც მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ", — აცხადებს კოსტავა.

 

ის ამბობს, რომ გუნდი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, პატივს სცემს. მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, თბილისში სალომე ბარკერთან ჩავა და მიუსამძიმრებს.

 

 

"დედა, ასე შეკრული ერი ნეტავი ვიყოთ დავით გარეჯის მიმართებაში, სამაჩაბლოს მიმართებაში, აფხაზეთის მიმართებაში. ვთქვათ, რაღაც ვიცოდი და შევცდი, გამოვშტერდი ამხელა ქალი, ასეთი ზიზღი და ბოღმა შეიძლება? ბულინგის მსხვერპლი რომ ვარ, იმას ვერ ხვდებით?" — თქვა საკრებულოს წევრმა.

 

ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

 

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".

 

 

 

30 მაისს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს აქცია ქუთაისის მერიის წინ. მათ გააპროტესტეს ქუთაისის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაჰუმანური პოსტი, რომლითაც მან მიმართა ბლოგერ სალომე ბარკერს.

 

აქციის მონაწილეების თქმით, აქციები მერიის წინ იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ნანა კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს

 

 

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავა ასევე ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრია. თუმცა, სხდომებს გენდერული თემებისადმი პირადი დამოკიდებულების და რელიგიური გრძნობების გამო არ ესწრება.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker