Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პროტესტის ნიშნად ქალებმა ჯასტინ ტრუდოს ზურგი შეაქციეს

Category: Gender in the world 
2019-04-08

48 მომავალმა ქალმა პარლამენტარმა, რომლებმაც თემთა პალატაში გამართულ ღონისძიებაში Daughters of the Vote მიიღეს მონაწილეობა, კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს სიტყვით გამოსვლის დროს მას ზურგი შეაქციეს.
ეს პროტესტი დაკავშირებული იყო ორი ქალი-მინისტრის გადადგომასთან, რომელიც ბოლო დროს მოხდა კანადაში.

 

ტრუდო მიმართავდა 338 ახალგაზრდა ქალს, რომლებიც პოლიტიკაში ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაზრდის პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

თებერვალში გადადგომის თაობაზე სახაზინო საბჭოს თავმჯდომარემ ჯეინ ფილპოტმა განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო სკანდალის გამო, რომელიც კანადური საინჟინრო - სამშენებლო კომპანიის SNC-Lavalin- ის ირგვლივ ატყდა.

 

მარტში კი, იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ჯოდი უილსონ-რეინბოულდი საკუთარი განცხადების საფუძველზე ასევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ მან განუცხადა თემთა პალატის იუსტიციის კომიტეტის წევრებს, რომ პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს კანცელარიის წარმომადგენლებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს კომპანია SNC-Lavalin- ის თაღლითობის საქმის გამო.

 

უილსონ-რეინბოულდის განცხადებით, მას აიძულებდნენ ზეწოლა განახორციელებინა ფედერალურ პროკურორებზე, რათა მათ კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეეწყვიტათ. მტკიცებულების სახით, მან წარადგინა შეტყობინებები და პირადი საუბრების ჩანაწერები, რომელსაც კანცელარიის თანამშრომლებისგან ღებულობდა.

 

კომპანიის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენი არ მისცემს მას შესაძლებლობას მთავრობის კონტრაქტები შეესრულოს და ათასობით სამუშაო ადგილს შეუქმნის საფრთხეს.

 

ამის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ორი ყოფილი მინისტრი ლიბერალური პარტიიდან გააძევა. ამ ნაბიჯმა გამოიწვია ბრალდებები, რომ ლიბერალებმა დაარღვიეს 2015 წლის საარჩევნო ვალდებულებები გენდერული თანასწორობის შესახებ.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker