Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

World Bank: 2.7 მილიარდ ქალს კვლავაც არ ეძლევა იმავე წვდომა სამუშაოზე, როგორც კაცებს

Category: Gender in the world 
2019-02-28

მთელს მსოფლიოში, ქალებს კაცებთან შედარებით გააჩნიათ იურიდიული უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი და ეს ზღუდავს მათი სამუშაოს მიღების, საკუთარი ბიზნესის შექმნის, ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებებს. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში: "ქალები, ბიზნესი და სამართალი - 2019: რეფორმების ათწლეული".

 

კვლევაში შეტანილი ინდექსი ითვალისწინებს ქალების მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს დასაქმებიდან-პენსიამდე და ამ ეტაპებთან დაკავშირებულ სამართლებრივ დაცვის მექანიზმებს. მონაცემები მოიცავს ათი წლის პერიოდს, რომლის დროსაც 187 ქვეყანა შეფასდა რვა ინდიკატორის მიხედვით.

 

„სიტუაცია იცვლება, მაგრამ არა საკმარისად სწრაფად და კანონები [მთელ რიგ ქვეყნებში] 2.7 მილიარდ ქალს კვლავაც არ აძლევს იმავე წვდომას სამუშაოზე, როგორც კაცებს“- ნათქვანია ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 131 ქვეყანაში, 274 ნორმატიულ-სამართლებრივი რეფორმა განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. 35-მა ქვეყანამ მიიღო საკანონმდებლო ზომები სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ და დღესდღეობით ამ დაცვით დაახლოებით ორ მილიარდზე მეტი ქალი სარგებლობს ვიდრე 10 წლის წინ.

 

22 ქვეყნის ეკონომიკაში აღმოიფხვრა შეზღუდვები, რომელიც ქალებისთვის ასობით პროფესიას კრძალავდა, მათ შორის პრესტიჟულსა და მაღალანაზღაურებადს. 13 ქვეყანაში კანონები  იყო მიღებული, რომელიც ავალდებულებს დამსაქმებლებს თანაბარი მუშაობისთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდას.

 

6-მა ქვეყანამ - ბელგია, დანია, ლატვია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი და შვედეთი - რეიტინგში  მაქსიმალური 100 ქულა მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში ქალები და კაცები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. ათი წლის წინ ასეთი შედეგი არც ერთმა ქვეყანამ არ არჩვენა. 

 

თუმცა, როგორც აღნიშნულია ანგარიშში, 56 ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთოდ არ განუხორციელებია რაიმე გაუმჯობესება ზოგადად თანასწორობის კანონებში.

 

ინდექსმა ასევე აჩვენა განსხვავებები მსოფლიოს რეგიონებს შორის. ასე, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნები ყველაზე მაღალი თანასწორობის მაჩვენებელით გამოირჩევა, სადაც ქალები საშუალოდ მამაკაცების უფლებების 85%-ით სარგებლობენ, ხოლო ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, ქალები კაცების ნახევარზე ნაკლებ უფლებებს ფლობენ. 

 

რეიტინგში საქართველო 79 ქულით 82 ადგილს იკავებს და ყველაზე დაბალი შეფასება (50 ქულა) ქვეყანამ პენსიების მიღების კუთხით მიიღო.   

 

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker